logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მითი იმის შესახებ, რომ გარემოცვა ბიძინა ივანიშვილს რაიმეს უმალავს, ან ის არ გრძნობს და ვერ ხედავს ქვეყნის მაჯისცემას, დაიმსხვრა
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:53

 

„მითი იმის შესახებ, რომ გარემოცვა ბიძინა ივანიშვილს რაიმეს უმალავს, ან ის არ გრძნობს და ვერ ხედავს ქვეყნის მაჯისცემას, დაიმსხვრა“, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალური ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სწორება გააკეთა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთა არჩევანიც ნამდვილად განსხვავდება სახელმწიფოში მოპარული ფულით „ნაყიდი“ ადამიანების არჩევანისგან - მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და ქვეყანასა და მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე მოპოვებული იმიჯი შეულახონ.

 

„მითი იმის შესახებ, რომ გარემოცვა მას რაიმეს უმალავს, ან ის არ გრძნობს და ვერ ხედავს ქვეყნის მაჯისცემას, დაიმსხვრა. მან სწორება გააკეთა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთა არჩევანიც ნამდვილად განსხვავდება სახელმწიფოში მოპარული ფულით „ნაყიდი“ ადამიანების არჩევანისგან - მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში და ქვეყანასა და მოქმედ ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე მოპოვებული იმიჯი შეულახონ!

 

ვფიქრობ, სწორედ საერთაშორისო დონეზე დიდი მცდელობით აღდგენილი ქვეყნის იმიჯის დასაცავად გააჟღერა მან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი - საჭიროების შემთხვევაში, ღია წერილით მიმართოს აშშ-ის ხელისუფლებას. მან, ასევე, აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის ალბათობა 0%-ია, ამის მოსმენამ, ცხადია, კიდევ უფრო გაააქტიურა ოპონენტები, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩაგდებულ ისტორიულ ინიციატივაზე საზოგადოების ჯანსაღ პროტესტს ამოფარებული პოლიტიკური გადმონაშთები არ გაიმეორებენ დაშვებულ შეცდომას, კიდევ ერთხელ არ გამოააშკარავებენ მათივე სახეს და საშუალებას მისცემენ, სახელმწიფოს მოქმედი ხელისუფლების მტკიცე მიზნიდან გამომდინარე, იმოქმედოს კანონის დაცვით, მათ დროს, მათივე მონაწილეობით არსებული ხელისუფლებისაგან განსხვავებით.

 

ჩაგდებულ ისტორიულ ინიციატივაზე პროტესტი გვაქვს ყველას, თუმცა, ამით კიდევ ერთი მთავარი რამ გამოიკვეთა, გუნდი არ იმართება „ერთი კაცის მოწოდებებით“ და ყველა მათგანი საკუთარ ქმედებასა თუ სიტყვაზე თავად არის და იქნება პასუხისმგებელი.

 

P.S. ეს რომ წინა ხელისუფლების დროს ვინმეს გაებედა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?!

 

ნუ დაიქვეითებთ პოლიტიკურ მეხსიერებას და ნუ დაიწყებთ აქ კლავიატურაზე თავის მართლებას, ისტორია ინახავს იმ სისხლიან ფურცლებს“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner