logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მართლაც რომ საინტერესო გამოვიდა
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:54

 

„თუ ნაციონალ-სატელიტ-რადიკალების რეაქციას შევხედავთ, გაცოფდნენ, არა, ჯერ სულ არ გაგიჟებულან, მაგრამ აშკარაა, რომ თავის დასაბმელად ჯაჭვები და ბოქლომები დასჭირდებათ“, - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაციონალ-სატელიტ-რადიკალების ავსაქმიანობას და ყველას მოუწოდა, არჩევნების გზით შეეცადონ პარლამენტში მოხვედრას.

 

„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ რომ მართლაც საინტერესო გამოვიდა, ამაში რამდენიმე ფაქტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: თუ ნაციონალ-სატელიტ-რადიკალების რეაქციას შევხედავთ, გაცოფდნენ, არა, ჯერ სულ არ გაგიჟებულან, მაგრამ აშკარაა, რომ თავის დასაბმელად, ჯაჭვები და ბოქლომები მართლაც დასჭირდებათ. მეორე ინდიკატორი ხუხაშვილ-უსუფაშვილის შეფასება იყო დიანა ტრაპაიძის გადაცემაში - იქნებ სხვა გზები ვეძებოთო, ნაციონალებთან ალიანსი არ გამოდგებაო, როგორც იქნა, წამოსცდათ. არადა, ბიძინა ივანიშვილმა ეს დიდი ხანის წინ თქვა, უბრალოდ, გუშინ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაციონალ-სატელიტ-რადიკალების ავსაქმიანობას და ყველას მოუწოდა, არჩევნების გზით შეეცადონ პარლამენტში მოხვედრას.

 

მომეწონა ზოგიერთი არასამთავრობოს მხილება მათ აშკარად პოლიტიკურ და, სამწუხაროდ, ტენდენციურ მოქმედებაში. კარგი აზრია, საჭიროების შემთხვევაში ამერიკის ადმინისტრაციისთვის წერილით მიმართვის შესახებ, როგორ ცდილობენ ამერიკელი ხალხის ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები იგივე ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობების გაფუჭებას.

 

და ყველაზე მთავარი: გამახსენდა - ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე სტუდენტებმა შეკითხვა დაუსვეს უცხოელ პროფესორს - „რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდესო?“ იცით, რა უპასუხა უცხოელმა? - „თქვენი ქვეყანა უნდა გიყვარდეთო!“

 

დიახ, გეთანხმებით, ბატონო ბიძინა, ქვეყნის სიყვარულით იწყება ყველაფერი, სახელმწიფოც, ეკონომიკური განვითარებაც და დემოკრატიული ფასეულობებიც... დიახ, თუ ქვეყანა გიყვარს, მის დანგრევაზე კი არა, აშენებაზე ფიქრობ, ფიქრობ, როგორ გააკეთო ყველაფერი ისე, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს, თან არ დაგავიწყდეს, რეალურად რისი შესაძლებლობები გაქვს და რამდენი ხანი დაგჭირდება ამისთვის - მე პირადად ასე გავიგე გუშინდელი ინტერვიუ, ვინც სხვანაირად მიიღო, თავის თავს დააბრალოს... ჩვენ კი ერთად, მშვიდობიანად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე ისაუბრა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner