logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, ცოფიანი სიშლეგე დაეწყოთ
- +

28 ნოემბერი. 2019. 12:54

 

 

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვედური სამედიცინო ტრაქტატი „აიურვედა“ ადამიანების ფსიქიური დაავადებების 80%-ის მიზეზად შეპყრობილობას, ანუ ადამიანში დემონური არსებების შემოჭრას ასახელებს.

 

ამ შემოჭრა კი ადამიანის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევით ხდება შესაძლებელი.

 

ყოველთვის, როცა ადამიანი მცნებებს არღვევს, „შაქტი კავაჩი“, ანუ ენერგეტიკული ჯავშანი სუსტდება და ადამიანი ამ არსებათა მსხვერპლი ხდება.

 

ენერგეტიკული ბარიერი საერთოდ ისპობა და აღარ აღდგება, თუ ადამიანი გმობს, თვითონ მოქმედებს და თვითონაც მოუწოდებს მცნებების დარღვევისკენ.

 

ასეთი ადამიანები ბოროტების სრულყოფილი გამტარები ხდებიან.

 

სხვათაშორის, ისინი აღწერილია მამათა სწავლებაში, ხოლო ნეტარი ავგუსტინე გონებადაბნელებულთ უწოდებდა მათ არსებობაში დაეჭვებულებს...

 

მაგრამ ჩვენ აღარც ვედური ცოდნა გვჭირდება და არც მამათა სწავლებანი.

 

სახეზეა დემონოლოგიის სრული ვიდეო და აუდიო სახელმძღვანელო ქართული ნჯე-სექტორის, ლიბერალური მედიისა და ნაც-კოალიციური პოლიტიკუმის სახით.

 

გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა ის ემოცია მათზე, რასაც ქართველი ხალხი განიცდის ამდენი წელია - მათ ცოფიანი სიშლეგე დაეწყოთ.

 

სასწრაფოდ არის საჭირო აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები.

 

ხუმრობა იქით იყოს და- ეს ადამიანები საშიშნი არიან, მათი შეშლილობა უფრო გადამდებია, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი.

 

ამიტომ საჭიროა, საზოგადოება ამ ვირუსისგან დავიცვათ ისევე, როგორც ვაქცინაციით ვიცავთ გრიპისაგან.

 

ვაქცინის როლი, ჰიგიენასთან ერთად, კანონმა უნდა შეასრულოს.

 

ისევე, როგორც ეს გააკეთეს აშშ-მ, ისრაელმა, თურქეთმა და ყველამ, ვისაც სამშობლო უყვარს.

 

რაზეც გუშინ ასე ვრცლად იყო საუბარი“, - წერს მანჯავიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner