logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: არადა, რომ გეკითხათ, სარჩევნო სისტემის ცვლილებისათვის იბრძვიან და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ
- +

4 დეკემბერი. 2019. 16:33

 

„ოპოზიციას აქვს დესტრუქციული სცენარი - რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა!“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სიმართლე უნდა ითქვას: რევოლუციური სცენარისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა უკვე ღიად გაცხადდა... იმას, რასაც სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ისტერიულად ამბობდა, ორი დღის წინ ჯერ გუბაზ სანიკიძემ პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების მიმართ ორლულიანი თოფებით მუქარით გამოხატა, დღეს კი ნიკა გვარამიამ პირდაპირი მოწოდება გააკეთა ხელისუფლების დამხობისკენ... არადა, რომ გეკითხათ, საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის იბრძვიან, ვითომ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ... სინამდვილეში კი დესტრუქციული სცენარი - რევოლუციური და ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაა! საზოგადოებისა და ხალხის დაპირისპირება, მაქსიმალურ გახლეჩაა, სახელმწიფო ინსტიტუტების ხელშეშლაა. მანამდე გაგახსენებთ, როგორ იქნა შემოგდებული NATO-ში გაწევრიანების იდეა, პოპულისტური სცენარით - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ისევ NATO-ს ოფიციალურმა პოზიციამ გადაუსვა ხაზი ამ პროვოკაციას, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, დასავლური და ევროატლანტიკური ფასეულობების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. შემდეგ დეოკუპაციის იდეის კვლავ პროვოკაციულად გამოყენება, სწორედ იმ ხალხის მიერ, რომლებიც რეალურად რუსეთთან ერთად ოკუპაციის თანაავტორები არიან ან ერთი დღეც არ უმსახურიათ ქართულ ჯარში (ვინ იცის, რა მიზეზით დაუხსნიათ თავი - მოგონილი თუ ნამდვილი ავადმყოფობით თუ ფსიქიკური მდგომარეობით!). ახლა კი ხელისუფლების დამხობის ღია მუქარა, არეულობის მოწყობა, ხალხის დაპირისპირება, ქვეყნის ეკონომიკის განადგურება! თუ რამის თავი გაქვთ, არჩევნებით დაამტკიცეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდენად მოახდინეთ თვითლუსტრაცია საზოგადოების თვალში. არჩევნების რეალურად ეშინიათ! ქვეყანა, სამშობლო არ გიყვართ?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner