logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე!
- +

5 დეკემბერი. 2019. 10:59

 

„საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტი ამ პოსტით ნიკა გვარამიას ეხმიანება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს უზურპატორი უწოდა და განაცხადა, რომ უზურპატორი უნდა დაემხოს.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner