logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: რას ნიშნავს პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება, არ იციან იმ გოგო-ბიჭებმა
- +

6 დეკემბერი. 2019. 02:06

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელ ფეიბსუქში, შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:  რას ნიშნავს პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება, ეს ვიცით ჩვენ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, მაგრამ არ იციან იმ გოგო-ბიჭებმა, რომლებიც ახლა პოლიციის წინააღმდეგ ორკესტრირებულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში მონაწილეობენ.

 

რას ნიშნავს პოლიტიკური ბრძანებების შემსრულებელი და პარტიულ დანამატად ქცეული პოლიცია, ეს ლაივში გვაქვს ნანახი ჩვენ, ვინც სააკაშვილის რეჟიმთან ომი გადავიხადეთ, მაგრამ იმ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ახლა პოლიციის დაშანტაჟებისა და დემორალიზაციის კამპანიაში ჩართულან, მხოლოდ ფილმებში თუ ექნებათ ნანახი.

 

ჩვენ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, საკუთარ ტყავზე გვიგრძვნია და ვიცით, როგორი არ უნდა იყოს პოლიცია და აქედან გამომდინარე, ისიც ვიცით, როგორი უნდა იყოს პოლიცია.

 

ამ გოგო-ბიჭებს კი, რომლებიც ახლა გაქცეული ბელადის მიერ აგორებულ ანტიპოლიციურ ტალღაზე სერფინგობენ, საკუთარ ტყავზე არ უგრძვნიათ, როგორი არ უნდა იყოს პოლიცია და შესაბამისად, არც ის იციან, როგორი უნდა იყოს პოლიცია.

 

ამიტომაც არის, რომ მორალურ ობსტრუქციას უწყობენ პოლიციას, რომელიც დღეს ისეთია, როგორიც უნდა იყოს პოლიცია.

 

როგორ ეტყობათ ამ გოგო-ბიჭებს, რომ რეზინის ხელკეტზე პრეზერვატივის ჩამომცმელ და ორი გვამის მოსატანად გავარდნილ პოლიციასთან არ ჰქონიათ საქმე.

 

ენა, როგორ უნდა მოგიტრიალდეს, მაგრამ ალალი კი იქნებოდა, ენახათ და გადაეტანათ.

 

სხვა თუ არაფერი, ის მაინც ეცოდინებოდათ, რომ აპროტესტებენ, რას აპროტესტებენ?!".

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner