logo_geo
eng_logo
კონსტანტინე მორგოშია: 2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ, პირველი ვინც დაიჭირეს, იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და ზაზა მესხი
- +

7 დეკემბერი. 2019. 20:11

 

„2004 წელს, როგორც კი ნაცები მოვიდნენ, პირველი ვინც დაიჭირეს, იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. ბრალდება იყო ბრძანების არ შესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა უდანაშაულო აქტივისტები“, - ამის შესახებ „ალტერნატივა საქართველოს“ თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მორგოშია იხსენებს, მამუკა მდინარაძე მისი და ბევრი მისი მეგობრის ადვოკატი იყო,  პროკურორები კი პირიქით იმას თხოვდნენ მას და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო.

 

„ეხლა მე გეტყვით რეალობა რა იყო. მამუკა მდინარაძეს ვიცნობ 1999 წლიდან. ის ჩვენი რაიონის გამომძიებელი იყო. მასთან ერთად მუშაობდა ჩემი ბავშვობის მეგობარიც და ბავშვის ნათლიაც, ანუ ჩვენ ბავშვობა ფაქტობრივად ერთად გავატარეთ. 2004 წელს როგორც ნაცები მოვიდნენ სულ სულ... პირველი ვინც დაიჭირეს ნაცებმა, ესენი იყვნენ მამუკა მდინარაძე, გიგა ძიძიგური და მათი ხელმძღვანელი ზაზა მესხი. მათი დაკავება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირი დავალებით. თუ არ ვცდები ბრალდება იყო ბრძანების არშესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა აღორძინების უდანაშაულო აქტივისტები. მამუკა, გიგა და ზაზა... ჯოხთაბერიძესთან და ა.შ. ერთად ისხდნენ ციხეში. ჩვენ, ბიჭებს მათთან საღამოობით „პერედაჩები“ მიგვქონდა და ვღადაობდით, რა დრო დადგა პოლიციელებზე „პერედაჩებს“ ჩვენ ვუკეთებთთქო. მოკლედ, ეს ხალხი ნაცებმა უდანაშაულოდ „გასროკეს“, მას მერე დიდი ამბავი ატყდა და მოკლედ მამუკა და ბიჭები გაამართლეს, მაგრამ შსს-ში არ აღადგინეს და მას მერე დაიწყეს ადვოკატობა სამივემ. ახლა რაც შეეხება მდინარაძის „პუწიოვი“ ადვოკატობას - პირადად ჩემი ადვოკატიც იყო და ნახევარი ჩემი საძმაკაცოსი და პროკურორები პირიქით იმას მთხოვდნენ მეც და სხვებსაც, თუ საპროცესო გინდათ, ეს ადვოკატი ჩამოიშორეთო. ანუ სიმართლე უნდა ვთქვა, რომ მდინარაძეს ნაცების დროს არაფერი გავლენები არ ჰქონდა და ამის მოწმე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ. მახსოვს ბანკში ვმუშაობდი, 2006 წელი იყო და ჩვენი ძმაკაცის ნახმარი ისეთი ძველი „მერსედესით“ დადიოდა მდინარაძე,  რომ სადღაც წავედით ერთად დასავლეთში და ფეხით ჩამოვედით. ბანკი კი იმიტომ ვახსენე, რომ უკან დაბრუნებულზე 5000$ კრედიტი მე გავუკეთე, თავდებად ჩავუდექი და თუ არ ვცდები, რაღაც „აუდი“ იყიდა და მაგით დაგორაობდა. და მაგ კრედიტსაც ძლივს ძლიობით იხდიდა ანუ სულ რომ არაფერი მეთქვა, არც არაფერი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და მაინც დავწერე 100 %-იანი სიმართლე.

 

აი რაშიც მართლა დამნაშავეა მამუკა მაგასაც დავწერ, არაა პრობლემა. 2012 წლიდან მოყოლებული რომ ამ ნაცებს შეეკრნენ, კოჰაბიტაციით და მთელს ერს, რომ გვაბოლებენ, რომ სამართლიანობა უნდა აღადგინონ ლამის 2020-ში აი ეგ იმაზე უარესია ვიდრე სულ, რომ ნაცების ზონდერი ყოფილიყო. ან დაავიწყდა მამუკას, ან დაივიწყა ვინაა ნაცები და ვინ ვართ ხალხი. ფაქტი ისაა, რომ მამუკაც და ოცნების 80 % საერთოდ ვერ გრძნობს ხალხის რეალურ პრობლემებს და მოწყვეტილები არიან რეალობას. ყველამ კარგად იცით ჩემი შეხედულება „ნაცებზეც“ და „ოცნებაზეც“ და ამიტომ აქ რაც დავწერე არის 100 %-იანი სიმართლე“, - წერს კონსტანტინე მორგოშია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner