logo_geo
eng_logo
ირაკლი ჟვანია: მოვა დრო და ზურას ძეგლს დაუდგამენ! საქართველოში თუ არა, ევროპაში აუცილებლად...
- +

9 დეკემბერი. 2019. 13:27

 

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. სულ ამ ფოტოს ვაზიარებ, ზურას ყველაზე უცნაურ ფოტოს, რაც კი შემომრჩა, 2002 წელს რომ გადავიღეთ ახალი წლის ზეიმზე.

 

დღესაც ვერ გავიგე, ამ ნაძირლებმა როგორ მოკლეს ეს კაცი და ქვეყანამ კი როგორ გადაყლაპა ეს... თუმცა, ეს ხომ საქართველოსა, სადაც ყველაფერი მოსულა, როგორც ნიკო წერდა...

 

ზურას ჰქონდა რაღაც, რაც ქართულ პოლიტიკაში დამთავრდა მას შემდეგ, თანაგრძნობა ჰქვია ამას თუ ელემენტარული ადამიანობა, არ ვიცი, ვერ ვხსნი, მაგრამ ჰქონდა.

 

როდესაც 1996-99 წლებში პატარა პრინცის პროექტი დაძრა და დავამთავრეთ, ვეუბნებოდი, შენი სახელიც მიმაწერინე მაგ ქანდაკებაზე-მეთქი. არაფრით არ ქნა, არც იფიქროო.

 

მოვა დრო და ზურას, როგორც ქართველ პოლიტიკოსს, ძეგლს დაუდგამენ. საქართველოში თუ არა, ევროპაში აუცილებლად, ისინი დაგვასწრებენ, ვიცი. იქ კი დავაწერ მის სახელს აუცილებლად, ჩვენი მეგობრის სახელს, მეგობრის, რომელიც ძალიან გვაკლია“, - წერს ირაკლი ჟვანია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner