logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: არ მინდოდა პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ ერთს გეტყვით, განსაკუთრებით მათ, ვინც პლაკატებით დარბიხართ!
- +

11 დეკემბერი. 2019. 10:47

 

„არ მინდოდა პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ ერთს გეტყვით, განსაკუთრებით მათ, ვინც პლაკატებით დარბიხართ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში PR-სპეციალისტი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მინისტრის მოადგილე ვიყავი კონფლიქტებში და ღრმად ვარ საქმეში ჩახედული. ამდენი წელია არსებობს კონფლიქტი და ჩვენ ამ კონფლიქტში ვცხოვრობთ, ვიზრდებით და ვვითარდებით...

 

მაგრამ ამ ომს (ეს ომია) თავისი დაუწერელი კანონები აქვს!

მოიტაცეს ექიმი?

მოიტაცე სამხედრო და გადაცვალე!

გაიგეთ?

ასე გადავცვალე პირადად მე, 2002 წელს 2 ქართველ ახალგაზრდაში ცხინვალის პოლიციის უფროსი ჩერმენ ბუკულოვი!

ვინც ჩახედულია, იმან იცის!

პლაკატიან-მეგაფონიანებო...

თუ თავი გაქვთ, იმოქმედეთ, თუ არა და, აცადეთ სახელმწიფო უწყებებს და ჟენევის ფორმატს!

ნუ ძაბავთ!“ - წერს მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner