logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: აბა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ განსაკუთრებით დებილებისთვის!
- +

13 დეკემბერი. 2019. 12:05

 

„აბა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ განსაკუთრებით დებილებისთვის! – „რატომ იძახით რომ ნაცების აქციებია? რატომ არქმევთ ნაცების აქციებს?“ - აი, ასეთ ვითომ „გულუბრყვილო“ კითხვებს ვინც სვამს, მათზე მაქვს საუბარი!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მომისმინეთ კარგად, ზოგადად, აქციებიც, შმაქციებიც და ყველანაირი ღონისძიება არის იმისი, ვინც ამაში ფულს იხდის! ჰოდა, ეგ აქციები, თითქმის უკვე ნახევარი წელიწადი რომ მიმდინარეობს მანდ, ვისი დაფინანსებულია? დავიჯერო თაკო აფინანსებს ჩარკვიანი პუბლიცისტიკიდან მიღებული „დიდი“ ჰონორარებით? თუ „შენების მოძრაობა“ აფინანსებს დავით უსუფაშვილის მიერ გირაოში ჩადებული სახლის ფულით? აჰ! გიგა იხდის ხო თავის ჯიბის ფულს, მაქარაშვილი? უი, უი, შოთა გაგარინი იხდის „საბას“ პრემიების დანაზოგს, არა?..

 

ჰოოო! ანუ აქციებს აფინანსებს ვინ? მიშა! ესე იგი, პირობებს კარნახობს ვინ? - მიშა! ესე იგი, ვის აქციებზე დგახართ თქვენ? - მიშასი! მიშა ვინაა? – „ნაცების“ ბელადი! ესე იგი ვისი აქციებია? – „ნაცების“...

 

აბა, ყველამ ერთად გავიმეოროთ: - აქციები ნაცებისაა! ჯამი ჭურჭელია! გუბაზიც ჭურჭელია...“ - წერს სვანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner