logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინა ხალხმა ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სოლიდარობაში
- +

14 დეკემბერი. 2019. 00:47

 

პოლიტოლოტი ირაკლი გოგავა, ცხინვალის რეჟიმის მიერ გატაცებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებს და მიაჩნია, რომ უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი ღირსეულად იქცევა.

 

როგორც ირაკლი გოგავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინა ხალხმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სოლიდარობაში. მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცეს უფლება, მისთვის მოგროვებული ხალხის სიმპატიები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.  

 

"ყველა ნორმალურს სურს, რომ ქართველი კაცი თავის ქვეყანაში, საკუთარ ოჯახში იყოს. უპრეცენდენტო ერთიანობა გამოიჩინა ხალხმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სოლიდარობაში. ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (სხვა ინფორმაცია არ გვაქვს) ის ღირსეულად იქცევა ტყვეობაში. მიუხედავად პარტიებს შორის დაძაბულობისა, ყველამ მხარდაჭერა გამოთქვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადოებამ, ექიმებმა, სპორტსმენებმა, ხელოვნების მუშაკებმა - მთელმა ერმა.

 

მინდა ვისურვო, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე განთავისუფლდეს და ოჯახში დაბრუნებულმაც ღირსეული პოზიცია დაიკავოს: არ მისცეს საშუალება, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მისთვის მოგროვებული ხალხის სიმპატიები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ - ამის მცდელობა რომ იქნება ეჭვი არ მეპარება", - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner