logo_geo
eng_logo
ეკა ლეკაშვილი: კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი
- +

14 დეკემბერი. 2019. 21:07

 

 

„კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას.

 

ლეკაშვილმა განმარტა, თუ რატომ შეუერთდა სახალხო განწყობას:

 

„1996 წლიდან ვასწავლი უნივერსიტეტში და ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხი ევროპასთან და ის პასუხისმგებლობა, რასაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა გვაკისრებს. ამიტომაც მოვედით აქ და ვუერთდებით სახალხო განწყობას“, - განაცხადა ეკა ლეკაშვილმა.

 

ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

 

დღეს თავისუფლების მოედანზე, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი აქცია-ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner