logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: პროტესტის გამოხატვა ხომ შეიძლება, სანაგვეების გარეშე?!
- +

17 დეკემბერი. 2019. 10:39

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოსთან დღეს, ოპოზიციური ლიდერების მიერ გამოხატულ პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები იმდენად ჭარბ აგრესიას ნერგავენ, მისი ერთ დღეში გაქრობა შეუძლებელი იქნება. 

მისი აზრით, საშინაო პოლიტიკა ძალიან დაძაბული, უინტერესო და უშინაარსო გახდა.

 

ჩემი დამოკიდებულება საკრებულოს წევრის პოსტზე გამოვხატე და დევს ჩემს ველზე. კატეგორიულად მიუღებელია!

მაგრამ ურნებით მივარდნები რა ნორმაა? პროტესტის ან აზრის გამოხატვა, ან მოთხოვნების გაჟღერება, ხომ შეიძლება სანაგვეების გარეშე?!

ჭარბ აგრესიას რომ ნერგავთ, გგონიათ ერთ დღეს ჯადოსნური ჯოხით გააქრობთ?

ძალიან დაძაბული, უინტერესო. და უშინაარსო გახდა შიდა პოლიტიკა.

აგრესია, იარლიყები, შეურაცხყოფები, სიჯიუტე…

რამდენიმე (2-3) დანაპირებ შიდა თემაზე დავწერ და უახლოესი თვეები შიდა თემებს, სოც. ქსელში, მინიმალურად შევეხები. ძალიან დამღლელია”, – წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner