logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: წლევანდელი საახალწლო სლოგანია „ისტორიებით სავსე თბილისი“
- +

18 დეკემბერი. 2019. 15:37

 

„წლევანდელი საახალწლო სლოგანია „ისტორიებით სავსე თბილისი“, - ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო, ვწერ მედიის საყურადღებოდ - შეცდომაში არ შეგიყვანონ ვაიპოლიტიკოსებმა. მიზანმიმართული ტყუილი და ცილისწამებაა, თითქოს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება საახალწლო განათება, წარწერით - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. წლევანდელი საახალწლო სლოგანი არის „ისტორიებით სავსე თბილისი“, რომლის მონტაჟი დაიწყო რამდენიმე დღის წინ და უკვე დასრულებულია.

 

მესმის რთული და მძიმე ემოციებით სავსე დღეებია ყველასთვის, მაგრამ არსებობს მორალი, ზნეობა, პასუხისმგებლობა, ვალდებულება იგივე ჩვენი შვილების წინაშე, მათი მომავლის წინაშე და არ გვაქვს უფლება, მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს თვალი დავუხუჭოთ“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner