logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ოპოზიციაში რომ მავნებლობენ, ამის არაერთი ფაქტი დევს
- +

31 დეკემბერი. 2019. 15:56

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსთაველის გამზირზე დადგმული ბატუტის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ახლა რასაც ვწერ, ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამავე დროს სრულიად შეგნებულად და გააზრებულად, ამ მავნებლების საქციელზე. ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ყველაფერს აფუჭებდნენ და ადამიანებზე „დადიოდნენ“, ამით თავს არ შეგაწყენთ. ოპოზიციაში რომ მავნებლობენ, ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი დევს ხელის გულზე. ახლა კონკრეტულად - წუხელ პროვოკაცია რომ მოაწყვეს, პოლიციას აგინეს და ჩვეულად ითარეშეს, გაგარინ-დიღმელაშვილის კასტის ერთ-ერთ თავზეხელაღებულს სულ დანით დაუჩეხია ბავშვებისთვის დადგმული ბატუტი და დღეს, ლოგიკურად რომ დაიფუშა, სიხარულის ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი სოციალურ ქსელში. ასეა, ჯერ აფუჭებენ და მერე ზეიმობენ, ჰოდა ნუ გაგიკვირდებათ, იმ თავზეხელაღებულ ნაცს რომ პოლიცია მიადგეს მალე, სხვისი ნივთის დაზიანების გამო“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მერიის სპეციალურმა სამსახურებმა გვიან ღამით პარლამენტის წინ ტერიტორია მორეცხეს, კარვები დაშალეს და იქ გასაბერი ბატუტი დადგეს. კარვების გარდა, რუსთაველის გამზირზე იყო აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკა - დროშები, „გახარიას ბიუსტი“ და ბანერები. კარვების დაშლას ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით 9 აქტივისტი დააკავა. უწყების განცხადებით, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner