logo_geo
eng_logo
რომან გოცირიძე: რუსთაველი თანამედროვედ არის განათებული და არაა საჭირო ამ თემით სპეკულირება
- +

2 იანვარი. 2020. 02:15

 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე დადებითად აფასებს თბილისის საახალწლო მორთულობას და მიიჩნევს, რომ ღამის საახალწლო განათება საზეიმო განწყობის შექმნის აუცილებელი ნაწილია. ამ მხრივ ქალაქი ზომიერებით და გემოვნებით უნდა იყოს გამორჩეული. ამისთვის გაღებული საბიუჯეტო თანხები  ინვესტიციად და დამატებითი შემოსავლების მომტანად უნდა იყოს განხილული და არაა საჭირო მისი დრამატიზება და ამ თემით სპეკულირება. (თუ რა თქმა უნდა, კორუფციაზე და მის ”გაბერვაზე” არაა ეჭვი). მასე ყვავილებიც არ უნდა დავრგოთ, რადგან ”ზედმეტი” ხარჯია და ზამთარში მაინც გახმება, - მიიჩნევს დეპუტატი.

 

როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, თბილისი ნელ-ნელა იმკვიდრებს ტურისტული და ”ღამის ცხოვრების” ქალაქის ( კლუბების) სახელს, სადაც საახლწლოდ გასართობად უკვე ჩამოდის ხალხი და უფრო და უფრო მეტი ჩამოვა სამომავლოდ სწორად შერჩეული განვითარების გეგმის შემთხვევაში.  

 

რომან გოცირიძის მოსაზრებით, თბილისის რუსთაველის გამზირი თანამედროვედ არის განათებული და მისი კრიტიკა უსამართლოა. თუმცა მას ნაძვის ხე არ მოსწონს და მას „ტრენდულ მოიმობას“ უწოდებს. 

 

„რუსთაველი მართლაც რომ თანამედროვედ არის განათებული და უსამართლოა მისი კრიტიკა. რაც შეეხება ნაძვის ხეს, იგი არის ”ტრენდული” გოიმობა. იქ სადაც შეიძლებოდა 20 ათასი ლარის ღირებულების ცოცხალი ნაძვის ხის დადგმა, მილიონი ლარი გადაიყარა ”ბრენდში”. პარლამენტის წინ განლაგებული გასაბერი ზვიგენებისა და პლასტმასის

სათამაშოების გვერდზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, არც თუ ისე მიმზიდველი ”საქონლის” აღმართვა არის თავნებობა ( დიდი ალბათობით, კორუფციაც) და ამიტომ დაიმსახურა ამ ფაქტმა საყოველთაო კრიტიკა და დაცინვა”, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვედრზე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner