logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ჩვენს დროს აკლია სიბრძნე ნამდვილი ურთიერთობისა, რომელიც მოზარდის მყიფე ფსიქიკას ზოგჯერ სალბუნივით ესაჭიროება
- +

5 იანვარი. 2020. 00:37

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიზო ნიშნიანიძის მართლაც გულიანად დაწერილ პოემაში თბილისელებზე და ვერელებზე, სადაც გასული საუკუნის 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების ბევრი კოლორიტული სახეა ნახსენები, მოთხრობილია ასეთი ამბავი:

 

ბავშვები შეახტნენ ტრამვაის, იქ კი უბნის მილიციელი დახვდათ. მან მრისხანედ შეხედა ბავშვებს, კაბურა გახსნა... ამოიღო კანფეტები, მიაწოდა და უთხრა: მეორედ აღარ ქნაო.

 

ხშირად ვხუმრობდი ხოლმე ამ სცენაზე, ვამხიარულებდი მეგობრებს. მაგრამ ახლა პირზე შემახმა სიცილი...

 

ერთხელ ბატონი გიზო ბავშვთა კოლონიაში მივიდა. მაშინ 90-იანების ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა მიმართვისას ბავშვებს "ძნელად აღსაზრდელები" უწოდა. გიზო ნიშნიანიძემ კი თავის გამოსვლაში ბოდიში მოუხადა ამ ბავშვებს სხვის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო: არ გეწყინოთ ბავშვებო, თქვენ ახლა "ძნელად აღსაზრდელები" გიწოდეს, მაგრამ ჩვენ "არგასაზრდელებს" გვეძახდნენო. ამით ერთგვარად განმუხტა უხერხული სიტუაცია.

 

ჩვენს დროს აკლია სიბრძნე ნამდვილი ურთიერთობისა, მოპყრობისა - გულისხმიერებიდან წამოსული სიტყვა, რომელიც მოზარდის მყიფე ფსიქიკას ზოგჯერ სალბუნივით ესაჭიროება“, - წერს გამსახურდია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner