logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „შავი სიების“ შედგენის პროცესი შობის ღამეს... ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას, ბულგაკოვის მოთხრობა „ძაღლის გულიდან“
- +

8 იანვარი. 2020. 18:11

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ნაცსექტის“ ბოლო რვა თვის აქტივობათა საჯარო სიას აქვეყნებს.

 

ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა; პატრიარქის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა პეტრე ცაავას მეთაურობით; პარლამენტისა და სხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირების მცდელობა; პოლიციელებზე თავდასხმები, მათ შორის სექტის საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან; პარლამენტის დარბაზში ალქაჯობა და შხამების მიმოსხმა; პარლამენტთან ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმების ჩაშლის მცდელობა; თბილისის მთავარი ნაძვის ხის [მოგვწონს თუ არა, მილიონი ილუმინაციებიანადაა გადახდილი] წაქცევის მცდელობა; „შავი სიების“ შედგენის პროცესი შობის ღამეს. ამ პროცესს ვუწოდებ შვონდერობას. ცნობილი პერსონაჟი ბულგაკოვის მოთხრობა „ძაღლის გულიდან“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner