logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თამაზაშვილი: ცხოვრებაში ყველაზე ამაყი და ბედნიერი ადამიანი გავხდი იმ დღეს...
- +

29 თებერვალი. 2016. 01:15


დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების" შტაბის გახსნის დღეს იხსენებს და მის მეგობრებსა თუ შტაბის წევრებს მადლობას უხდის:

 

 

„2012 წლის მარტში, დედოფლისწყაროში ,,ქართული ოცნებისშტაბის გახსნა გადაწყდა. დიდი ნდობა გამომიცხადეს მისი ხელმძვანელობა, რომ შემომთავაზეს... გავხსენით შტაბი დედოფლისწყაროში, პირველად მხოლოდ ჩემი ოჯახი, ირაკლის ოჯახი და რამდენიმე გულანთებული დედოფლისწყაროელი ვიყავით... დავიწყეთ აქტიურობა და ნელ-ნელა გვემატებოდნენ, უსამართლობისგან დაღლილი პატრიოტები... ახლა უკვე ჩემი თანამებრძოლები და მეგობრები... ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება მოვითმინეთ, ბევრი დაცინვა გადავიტანეთ, მაგრამ მიზანი იმდენად მნიშვნელოვანი და სამართლიანი გვქონდა, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავით!..

 

ყველაზე რთული იყო, როცა ნაცნობები, შორეული ნათესავები ჩემს დანახვისას, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენკუდ"- , რომ არ დაენახათ, როგორ მესალმებოდნენ... ძალიან მწყდებოდა, ამ ყველაფერზე გული და განვიცდიდი, მაგრამ ყოველი ასეთი შემთხვევა მეტ სტიმულს მაძლევდა და ვთვლიდი, რომ მათ გამოც ჩვენ უნდა გვებრძოლა. არ დამავიწყდება ის საოცარი ღამეები, როდესაც უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები ჩუმად მოდიოდნენ ჩემთან სახლში, ფარულად გვერდში დგომას მიცხადებდნენ და იხსენებდნენ სიკეთეებს, რომელიც მამაჩემს ჰქონდა გაკეთებული მათთვის...

 

მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მეგობრები მეკითხებოდნენ თუ როდის ჩამოსულიყვნენ და ებრძოლათ ჩემთან ერთად, მაგრამ უარს ვეუბნებოდი და ვიძახდი, რომ არაფერი არ მიჭირს, ჯერჯერობით არ ხართ საჭიროები თქო... თუმცა მართლა მაგრად გვიჭირდა და მჭირდებოდა, მათი გვერდზე დგომა... უბრალოდ ვიცოდი, თუ რა დღეში ჩააგდებდნენ მათ ოჯახებს და ამას ვერიდებოდი...

 

დადგა შემოდგომა, დილაა, რაღაც ხმაური მაღვიძებს, გადავიხედე ეზოში და ჩემი მეგობრებით იყო სავსე...ვერ გადმოგცემთ ემოციებს... გავბრაზდი, თან უზომოდ გამიხარდა...ვუსაყვედურე , დაფიქრდით რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს თქო... მარტო პიროვნულად არ შეგვეხებიან, ოჯახებს შეუქმნიან პრობლებს-თქო. პასუხი ერთად და მკაცრად გამცეს : შენ, რომ გელოდოთ არასდროს არ გვეტყვი: მიჭირს, ჩამოდითო და ჩვენც გვინდა ბრძოლა, სადაც შენ იქნები და როგორც შენი ოჯახი იქნება იქ ვიქნებით ჩვენც, ჩვენი ოჯახებითო!..

 

გულრწფელად გეუბნებით, ცხოვრებაში ყველაზე ამაყი და ბედნიერი ადამიანი გავხდი იმ დღეს... მყავდა მეგობრები, რომლებიც მზად იყვნენ ჩემთან ერთად ებრძოლათ და ყველაფერი სასწორზე დაედოთ...

 

ერთ სუფრასთან, მოვყევი ეს ისტორია და ერთმა კარგმა ადამიანმა მითხრა: შვილო ,ზოგი ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ეგ ემოცია არასდროს განუცდიათო... დაე იამაყე, შენი მეგობრებით და ცხოვრებითო!

 

ჰო და ვამაყობ ჩემი მეგობრებით, ჩემი შტაბის წევრებით და კიდევ ერთხელ, საჯაროდ მინდა

მათ მადლობა გადავუხადო!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×