logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: ვფიქრობ, ამ საქციელით მას სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!
- +

16 იანვარი. 2020. 16:42

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისგან ღირსეული ნაბიჯების გადადგმას დაელოდება.

 

როგორც სარალიძე წერს, მისი ბრძოლის მთავარი მიზანი დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა იყო.

 

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგან, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

 

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

 

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება.

 

ვფიქრობ, ამ საქციელით მას სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

 

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

 

ყველას დავაფასებ, ვინც სიმართლეს დააფასებს!!!“ - წერს ზაზა სარალიძე.

 

ინფორმაციისთვის, გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner