logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დღეს მიშას ამ ორ ადამიანზე დიდი მტერი არ ჰყავს
- +

21 იანვარი. 2020. 13:21

 

„ორმაგი სტანდარტი მიუღებელია, მიუხედავად ჩვენი სიმპათია-ანტიპათიისა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა წერს და შემდეგი სახის პოსსტს აქვეყნებს:

 

„ახლა რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც მალე ციხეს დატოვებს!

აბა, რა გინდოდათ, ჩემი ფსევდო-დემოკრატიულებო, მთელი ცხოვრება 4 კვადრატულში მჯდარიყო?

მიშასგან განსხვავებიზთ, ახალაიამაც და მერაბიშვილმაც გაქცევას და იძულებით ემიგრაციას ციხე ამჯობინეს.

სასჯელაღსრულებაში მუშაობის დროს, ორივეს ნახვის საშუალება მომეცა და ისინი საკმაოდ ღირსეულად, წუწუნის და გოდების გარეშე იხდიან დამსახურებულ სასჯელს!

წარმომიდგენია, როგორ ვერ იტანენ მიშას, რომელმაც ჯერ გარიყა ისინი, შემდეგ კი საერთოდ დაივიწყა!

სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას და დღეს მიშას ამ ორ ადამიანზე დიდი მტერი არ ჰყავს, დანარჩენი პოლიტთამაშის ნაწილი და რიტორიკაა...“ - წერს მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner