logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ასეთი ზეწოლა არ მახსოვს, როცა კრიმინალები ხელისუფლებას ამხობდნენ!
- +

22 იანვარი. 2020. 02:32

 

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთუ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბოლო დროის გააქტიურებულ საერთაშორისო ზეწოლად საეჭვოდ მიიჩნევს.

სანდრო ბრეგაძის თქმით, საერთაშორისო აღშფოთება არ იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილის  რეჟიმი ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდა და პატიმრებს ციხეებში აუპატიურებდა.

 

„20 წელია პოლიტიკაში ვარ და ასეთი საერთაშორისო ზეწოლა არცერთ ხელისუფლებაზე არ მახსოვს !!! არ ყოფილა არანაირი ზეწოლა,როდესაც 1992 წელს კრიმინალები კანონიერ ხელისუფლებას ამხობდნენ, არც მაშინ როდესაც მხედრიონის ბანდები სამეგრელოს აწიოკებდნენ და მშვიდობიან მიტინგებს ხვრეტდნენ, არც მაშინ, როდესაც შევარდნაძის ბრძანებით პოლიტიკურ ოპონენტებს აწამებდნენ და კლავდნენ, არც მაშინ, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების კორუფცია და არჩევნების გაყალბება ანგრევდა ქვეყანას, არც მაშინ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდა და პატიმრებს აუპატიურებდა ციხეებში,არც მასტერას-მეგის ქარდავას-ახალაიების-კასტილიანი კაცის საშინელებებზე - აი ეს ორმაგი სტანდარტი ღუპავს ე.წ. დემოკრატიულ უცხოეთს.

ჩვენია? აწამოს, ხოცოს, გაყვლიფოს, დაჩაგროს !!! არაა ჩვენი ? მაშინ საერთაშორისო ზეწოლა დავიწყოთ !!! ისე შორია ეს უცხოელი პოლიტიკოსები დემოკრატიისგან,როგორც დედამიწა და მთვარე,ამიტომაც მოხდა დემოკრატიული ღირებულებების დევალვაცია !!! —-

და ბოლოს NDI - კვლევები გამომრჩა,რომელშიც ყველაზე სასურველი მამაკაცის რეიტინგში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და ლეონარდო დიკაპრიო თუ ბრედ პიტი უკან ჩამოიყოვა.ესეც დემოკრატიული სამყაროს სოციოლოგია ყოფილა !!!“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner