logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მარტო დასაჭერები კი არა, საცემები და გასაროზგებიც ხართ!
- +

22 იანვარი. 2020. 14:43

 

„მოკლედ, მარტო დასაჭერები კი არ ხართ, საცემები და გასაროზგებიც ხართ! ოპოზიცია კი არა, მტრები ხართ ქართული სახელმწიფოსი! მტრებს კი, მტრულად უნდა მოექცე!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხელისუფლება ახლაც გაყუჩდება! ისევე, როგორც ერეკლე კუხიანიძეზე გაყუჩდა. ისევე, როგორც ჟვანიას საქმის გახსნაზე გაყუჩდა, ისევე, როგორც ხაზარაძის დაჭერაზე და გვარამიას გასამართლებაზე გაყუჩდა... (სიტყვა „გაყუჩდა“ სიმბოლური გამოხატვის ფორმაა და მიმიხვდებით, რეალურად რასაც ვგულისხმობ და რასაც იმსახურებენ). ამიტომ, საერთოდ არ მაინტერესებს ხელისუფლების აზრი, როდესაც საქმე ჩემს სამშობლოს ეხება!

ესენი ჩვენ გვაშინებენ!

ჰოდა, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ ისევ, მე პირადად, სადაც დაგიჭერთ, იქ გაგხევთ ნაკერავზე, ე. წ. გაერთიანებულო „სირინოზებო“! სიტყვით თუ საქმით!“ - წერს ხოფერია.

 

https://1tv.ge/news/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner