logo_geo
eng_logo
ლიკა გამრეკელი: ვისთვის მევახშე, ვისთვის ქველმოქმედი, პატარა ბავშვების გადამრჩენელი
- +

22 იანვარი. 2020. 20:58

 

უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მოძრაობა „შევინარჩუნოთ სიცოცხლეს“ ხელმძღვანელი ლიკა გამრეკელი, პარლამენტის წევრის, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის,  ბექა ოდიშარიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: 

 

„ახლა გახდა ოდიშარია მევახშე და კორუფციაში ბრალდებული?

3 წელია დეპუტატია და, მაშინ, როცა მის მინისტრობაზე დაიწყეს ლაპარაკი, უცებ  იქცა მევახშედ?!

ვისთვის მევახშე, ვისთვის ქველმოქმედი, პატარა ბავშვების სიცოცხლის გადამრჩენელი, პოზიტიური და სამართლიანი ადამიანი!

სხვათაშორის, ყველაფერი, რაც გააჩნია, თავისი შრომით აქვს და არა მოპარული ნაცებივით!

ცუდი არ იქნება გამძლეობა, შრომისუნარიანობა და არამოშურნეობა რომ გვქონდეს, ჩვენ ყველას, მისნაირი!

პს. ფრთიანი არ არის, სამაგიეროდ ბევრისგან განსხვავებით, კაცია“, - წერს ლიკა გამრეკელი.
 

ბექა ოდიშარია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენით, თბილისში კრწანისის №7 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. პარლამენტში იგი ორი კომიტეტის წევრია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის. გაერთიანებულია ფრაქციაში „ქართული ოცნება“. 2010 წლიდან პარლამენტში არჩევამდე იგი იყო შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი.

გავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ოდიშარია შესაძლოა, კულტურის მინისტრად დაინიშნოს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner