logo_geo
eng_logo
თედო ისაკაძე: აღარ ვაპირებ ამ სექტანტების ატანას!
- +

26 იანვარი. 2020. 02:06

 

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთან კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ე.ი. საკითხი დგას მარტივად. (თუ მეჩვენება, გამისწორეთ). ეს პოლიტიკური მოდგმა, გვაწამებდა, გვკლავდა, ქონებას გვართმევდა, და ამათ ყავთ მომხრეები. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ და იგივე გავაგრძელოთო!

 

აქედან, ეუბნებიან - ისე არ მოგექცევით, როგორც იმსახურებთო, ადამიანები ვართო, რასაც ოცნების მომხრეები დიდად არ მიესალმებიან, მაგრამ ხომ ესეა არა?

 

და, ახლა, მე, დურუ, მიხა, ნოდარი, გუგა და რა ვიცი კიდევ რამდენი, ამათ უნდა ველოდოთ დინჯად როდის მობრუნდებიან ხელისუფლებაში ისევ დედა რომ გვიტირონ?

 

თქვენს წრეებში, მეზობლად, სანათესაოში ასეთი სულით სადისტი, რკინის ხელის მოყვარული და პოლიტიკურად აზიატი, მიუხედავად განათლებისა, სოციალური სტატუსისა, ასაკისა, ყველას გეყოლებათ.

 

მე, პირადად, აღარ ვაპირებ ამ სექტანტების ატანას!

 

კუდიანების დევნისაკენ არავის მოვუწოდებ, ცივილური მეთოდებიც არსებობს, ხოდა ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ-ჩვენ ფრონტზე!

 

არა, ბიჯო, სამსხვერპლოდ გავყვები შესაწირი ბატკანივით!

 

მე მოკლე მეხსიერება არა მაქვს! თქვენ?“ - წერს ისაკაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner