logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: ️19️8️2️ წელს, ზუსტად ამ დღეს შეწყდა 56 წლის ლეგენდარული სამტრედიელი კაცის - ეროსი მანჯგალაძის გულისცემა
- +

26 იანვარი. 2020. 18:36

 

ყოფილი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1️9️8️2️ წელს, ზუსტად ამ დღეს შეწყდა 56 წლის ლეგენდარული სამტრედიელი კაცის გულისცემა.

 

უდიდესი არტისტიზმი, ხავერდოვანი ხმა, სხვადასხვა როლების უძლიერესი გამხმოვანებელი, ქართულ და რუსულ ფილმებში. (ბატონ ვასილ ჩხაიძის უცვლელი გამხმოვანებელი იყო), ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი.

 

განსაკუთრებით გაითქვა სახელი-საფეხბურთო რეპორტაჟებით.

 

საფეხბურთო კომენტატორად ეროსის დებიუტი 1946 წელს შედგა. ეს იყო პირველი საფეხბურთო რადიო-რეპორტაჟი ქართულ ენაზე.

 

ტრაგიკული შტრიხები ახლავს, მის ბიოგრაფიას:

 

როდესაც 12 წლისა იყო, დედამისი ხიდან ჩამოვარდნის გამო, სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს.

 

1941 წელს ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა უფროსი ძმა-რეზო.

 

1943 წელს კი მამა - აკაკი მანჯგალაძე დააპატიმრეს.

 

იყო უზომოდ მორცხვი, მორიდებული და თავმდაბალი პიროვნება“, - წერს ჩრდილელი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner