logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ოპონენტებო გამოდით, ლობისტ კონკგრესმენებს გაფიცებთ
- +

2 თებერვალი. 2020. 22:15

 

 

„ოპონენტებო გამოდით, ლობისტ კონკგრესმენებს გაფიცებთ. ესეც ასე - წერტილი“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს

 

„trace international“-ის მიერ წარმოებული ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-18 ადგილზეა.

 

ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ რეიტინგში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება“ - ამ აგრეგატში, რომელიც სწორედ რომ ელიტურ კორუფციისგან თავისუფლებას ზომავს, საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზე, ევროპაში კი მეექვსეზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ცუდი შეფასება „არასამთავრობო და მედია სექტორის აგრეგატმა“ მიიღო, რომელიც ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, უნარიანობას, მიუკერძოებლობას ზომავს კორუფციის ზედამხედველობის პროცესში“, - წერს ლატარია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner