logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: არაფერი საქექი არ არის ჩემს ოჯახში და კატეგორიულად გაფრთხილებთ, კითხვაც არ დასვათ ამ თემაზე!
- +

29 თებერვალი. 2016. 11:19


ყველა ზღვარს ცილდება ის დაუსრულებელი თავდასხმები, რასაც ეს ტელევიზია აკეთებს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ!" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია „რუსთავი 2"-ის ეთერში 26 თებერვალს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით facebook-გვერდზე წერს.


მისი თქმით, ტელეკომპანია უკვე წლებია, მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ სიუჟეტებს ამზადებს.


 საჭიროდ ჩავთვალე, ერთადერთი და მოკლე კომენტარი გავაკეთო დღეს რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ მორიგ ზღვარგადასულ სიუჟეტზე: არსებობს ბევრი ფორმა თურმე შავი იარის, თავდასხმის, უწესობის და ა.. ყველა ზღვარს ცილდება ის დაუსრულებელი თავდასხმები, რასაც ეს ტელევიზია აკეთებს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ! და ამას წლებია აკეთებს! ცილისმწამებლური სიუჟეტები ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ , იაფფასიანი ჭორებით და მდარე სცენარით მოფიქრებული ისტორიები... ჩემმა შვილებმა, ოჯახის წევრებმა წლების განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში ვარ, უამრავი ტკივილი მიიღეს სწორედ ამ ტელევიზიით ...

 

 არ დაგვკლებია ამ ტელევიზიიდან თავდასხმები არც მე, არც ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჩემს ასაკოვან მამას და არც ოჯახის სხვა წევრებს და მგონია, უნდა ხვდებოდნენ, სად გადის ზღვარი... როგორც ჩანს, არა! არ დასრულდა ეს პერსონალური შეტევები... ახლა უკვე მეორე სიუჟეტი მოამზადეს, რომ თურმე სკანდალური (ამ სიტყვას ხშირად იყენებენ მეტი სიმძაფრისთვის) პირადი ცხოვრების კადრები ჩვენმა მთავრობის წევრებმა გაავრცელეს... ამაზე მეტი უზნეობა რა უნდა იკადროთ? თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ თქვენი ტელევიზიით ვრცელდებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს უკანონო ჩანაწერები - ყოველ დღე... სხვადასხვა შინაარსის, არჩევნების წინა დღეებშიც... ჩვენი საუბრები ... მონტაჟით... ყველამ ვიცოდით, ვინც ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, რომ გვითვალთვალებდნენ, დაგვდევდნენ, წერდნენ ყველგან, ოჯახში, სამსახურში... ვიცოდი, მაგრამ არასოდეს დამიხევია უკან და ასეთ შანტაჟებს არასოდეს შევუშინებივარ... ყველამ ვიცოდით... ამდენად, თუ ამას ვინმე აკეთებდა, იყო სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმი.

 

 და მარტივად ვამბობ - თქვენი ტელევიზია ამას აგრძელებს დღესაც... არაფერი სკანდალური არ არსებობს ბუნებაში, ასევე არაფერი საქექი არ არის ჩემს ოჯახში და კატეგორიულად გაფრთხილებთ, კითხვაც არ დასვათ ამ თემაზე!!! რუსთავი 2" ავკრძალეთ დიდი ხანია ჩვენს ოჯახში, ეს ტელევიზია შეურაცყოფს მთელ მედიას, მორალურ ზიანს აყენებს ჩემს ოჯახს და შვილებს... თქვენს შვილებსაც... პირადი სივრცე იმიტომ არის დაცული სიკეთე ყველა კანონით, რომ იგი ხელშეუხებელია და თუ ამას აკეთებს ვინმე, დაისჯება კიდეც! უნდა დასრულდეს ამ თემით სპეკულაცია. ამ თემაზე ეს ჩემი ბოლო კომენტარია!"- წერს ბესელია სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×