logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: მეც მაქვს კითხვა ზურაბ ჭიაბერაშვილთან და იქნებ მიპასუხოს...
- +

6 თებერვალი. 2020. 12:54

 

 

 

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა 6 კითხვა დაუსვა დღევანდელ ჯანდაცვის მინისტრს და მეც მაქვს ბევრად მეტი კითხვა მის მიმართ და იქნებ მიპასუხოს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1. რატომ შეეხო „ქართლის დედას“ იმ სიბინძურით, როგორითაც შეეხო?

 

  1. საათი რომ აჩუქეს მისმა მეგობრებმა, რატომ ჩათვალა, რომ ვინმე მას „უჩალიჩებდა“?

 

  1. რატომ შეუყვანა თავისივე მეგობრებს ნარკოლოგიური მერიაში?

 

  1. რატომ აიღო სააკაშვილისგან საათი, თუ სხვებისგან აღება მისთვის იყო პრობლემა?

 

  1. რატომ დააგო ზუსტად ოთხჯერ „პეროვსკაია“?

 

  1. რატომ შეღება ზუსტად 9-ჯერ მერიის მიმდებარე კორპუსები?

 

  1. ჯანდაცვის მინისტრი რომ იყო, „ინტერფერონს“ რატომ არ აძლევდნენ იმათ, ვინც არ იყო ნაცების მომხრე?

 

  1. 5-ლარიანი ჯანდაცვის დაზღვევა რომ ჰქონდა, შარდის ანალიზის გარდა რატომ არ შედიოდა მასში არაფერი?

 

  1. რატომ იყო მინიმუმ სამჯერ მეტი სიკვდილიანობა მისი ჯანდაცვის მინისტრობის დროს?

 

  1. მისი რამდენი მეგობარი მორჩა დღევანდელი C ჰეპტატიტის პროექტით და ასევე გულის რამდენიმე ოპერაციით სახელმწიფოს ხარჯზე?

 

  1. რატომ უნგრევდა ბულდოზერებით სახლებს თბილისელებს?

 

  1. რატომ სჯიდა გარე მოვაჭრეებს და რატომ სცემდნენ მათ ქუჩაში?

 

და ბოლოს:

 

ფსიქოლოგი რახან არის, მაინტერესებს, თუ აქვს ნასწავლი „ოჯახური კონსტელაცია“ და თვლის თუ არა, რომ იგი მისი მსხვერპლია?“ - წერს ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner