logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: საქართველო დღეს ნეოლიბერალიზმის საშინელ მონობაშია
- +

13 ივნისი. 2016. 11:57


მწერალი, უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს მიმართავს



საქართველო დღეს ნეოლიბერალიზმის საშინელ მონობაშია. მის გადარჩენას სჭირდება ისეთი ძალა, რომელიც საკუთარი ძირებიდან მოიძიებს ახალ სისტემას, რომელიც უბრალო მოქალაქის ინტერესს დაიცავს; რომელიც ამხელა უმუშევრობას და საშინელ სოციალურ შეჭირვებას ნამდვილად შეებრძოლება. როგორც ადრე ანგრევდნენ ქვეყანას კომკავშირულ-კარიერისტულად მოაზროვნე რუსული იმპერიალიზმის დამცველები, ასევე ანგრევენ ქვეყანს დღეს ნეოლიბერალი კომკავშირელი კარიერისტები. ქვეყანას სჭირდება გაბედული და ახალი ხედვა - მრავალხმოვანი ხედვა - ვაჟა-ფშაველას გველისმჭამელის" და ილია ჭავჭავაძის გლახის ნაამბობის" ხედვა. ქვეყანას სჭირდება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ანტიიმპერიალიზმი, რომელიც მარტო ერთ იმპერიას კი არა - ზოგადად იმპერიალიზმს ებრძოდა. და რაც მთავარია, ქვეყანას სჭირდება საკუთარი ხედვა - არც ვენეციის, არც ჰონკონგის, არც სინგაპურის, არც ნიუ-იორკის და არც სარატოვის. საკუთარი ხედვა - წარმოუდგენელია, ვეფხის და მოყმის" ავტორ ერს არ ჰქონდეს საკუთარი ხედვა ამ მსოფლიოში ადგილის დასაკავებლად. საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი სულიერი მისსია" - და ის მის არაჩვეულებრივობაშია - და იმაშია, რომ ის ფერთა დიდ გამას აერთიანებს და არ არის მხოლოდ ერთფეროვანი. ქვეყანას სჭრდება სოციალური სამართალი. ჯერჯერობით ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოს გაჭირვებული და დამცირებული მოსახლეობის დასაცავად ხმას იღებს, არის ის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ თქვენ ჩამოაყალიბეთ. ვიცი, რომ ქოციონალურ და ნაციონალურ მორაობებთან დაპირისპირებაში არ იქნება თანასწორი ბრძოლ - მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ როგორც 1990 წელს - ქართველი ხალხი ქართულ ძალას მისცემს ხმას და არა საერთაშორისო იმპერიალისტური კონსორციუმების მიერ დაქირავებულ ტექნოკრატებს. წარმატებას გისურვებთ და ჩემი გულიც იმ ხალხთან არის, ვინც ტრილიონერი კორპორაციების მაგივრად თავისი ღატაკი ხალხის ინტერესს აირჩევს. იხარეთ და იდღეგრძელეთ", - წერს ირაკლი კაკაბაძე „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×