logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი ოპოზიციას: იქნებ ჩამოყალიბებულიყავით, როგორი სასამართლო გვაქვს ბოლოს და ბოლოს...
- +

12 თებერვალი. 2020. 11:14

 

 

ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მერამდენე წელია ვუყურებ ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებს, ბევრი რამ გასაგებია, მაგრამ ვერაფრით ამოვხსენი: როგორ ახერხებს ოპოზიცია, მათ შეფასებებში სასამართლო ერთდროულად სამართლიანიც იყოს და უსამართლოც. თუ უსამართლო სასამართლო გვაქვს, მარტო მაშინ როგორ „ჭამს სამართალი პურს“, როცა მათ ამართლებენ, მაგრამ როცა საპირისპირო შედეგი დგება, მაშინ როგორ ხდება უსამართლო?!

 

ქნებ ჩამოყალიბებულიყავით, როგორი სასამართლო გვაქვს ბოლოს და ბოლოს - სამართლიანი თუ უსამართლო და თუ უსამართლოდ მიგაჩნიათ, იქნებ ეს მაშინაც გეთქვათ, როცა გამართლებენ.

 

ადამიანის დაკავება რომ არავის უხარია, ეს უპირობოა და ისიც, რომ თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს“, - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner