logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ!
- +

13 თებერვალი. 2020. 16:07

 

 

„პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ. ეს უნდა იყოს სულ რამდენიმეაბზაციანი კანონი! მაგრამ აუცილებლად ცალკე კანონი!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ კანონში უნდა ეწეროს:

1) სახელმწიფო მოხელე, რომელიც ბიუჯეტის ფულს მოიპარავს, ისჯება:

მისი ქონების მთლიანად და მასთან დაკავშირებული პირების დაუსაბუთებელი ქონების სრული კონფისკაციით.

1000 ლარიც რომ მოიპაროს და მილიონის ქონებაც რომ ჰქონდეს, მთლიანად უნდა ჩამოერთვას! ისიც ნაქურდალი იქნება!

ასევე უნდა აეკრძალოს სახელმწიფო სამსახურში მუშაობა ან/და არჩევითი თანამდებობის დაკავება!

 

2) მეწარმე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადს დაუმალავს, ისჯება:

ზარალის ათმაგი ოდენობით ანაზღაურებით.

ზარალის ანაზღაურების შემდეგ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს ან/და მეწარმეს დაეკისროს საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობა... დასუფთავების სამსახურში!

არავითარი პატიმრობა!

ახლა ეგენი ინახე კიდევ სახელმწიფოს, ანუ გადასახადის გადამხდელის ხარჯზე!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner