logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი ალეკო ელისაშვილს: პატარა ტრიპაჩო, იაპონური მამალივით მეჭიმები!
- +

13 თებერვალი. 2020. 17:21

 

 

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, „გეორგია - შენი პროექტია“-ს ავტორი ირაკლი შიხიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ალეკო ელისაშვილს მიმართავს:

 

„ალეკო, შე ლიდერუკა, ოფისში მე მიბარებ?! შენი „გმირობების“ ამბები 2008 წლიდან მოყოლებული, შენს ყვინჩილებს მოუყევი.

 

ახლა კარგად მომისმინე და მეხსიერებას გაგიცოცხლებ: 2014 წლის ივლისში, არჩევნების შემდეგ, შაბათს „რიხიანად“ რომ მოხვედი ტელევიზიებთან ერთად საკრებულოში პიარ-სიუჟეტის გასაკეთებლად, როგორც „დამოუკიდებელი“ დეპუტატი, გახსოვს?! მერე ჩემთან რომ შემოგიყვანა კაბინეტში პროტოკოლის ხელმძღვანელმა, გაკვირვებული და ნირწამხდარი, იმიტომ, რომ შაბათს იქ ჩემს ყოფნას არ ელოდი, გაგახსენდა?! სააკაშვილის მიმბაძველობით წინა დღეს უზნეო ტყუილები იძახე ჩემზე და საკრებულოზე, თითქოს მე 22 ახალი მანქანა შევიძინე საკრებულოსთვის და პირად ახალ მანქანაში გადავჯექი, გახსოვს?!

 

ისიც თუ გახსოვს, თავჩაქინდრული რომ იდექი, როცა განახე ჩემი სამსახურის 5 წლის მანქანა და 22-ის ნაცვლად 7 მანქანა, რომელიც ფრაქციებს შევუძინე იმიტომ, რომ რეგლამენტი მავალდებულებდა?! შე პატარა ქინძისთავა, თავჩაქინდრული რომ იჯექი, რა რჩევა მოგეცი, თუ გახსოვს?! თუ პოლიტიკაში მოდიხარ, პირად შეურაცხყოფებს და ცილისწამებებს შეეშვი, თორემ ცუდად დაამთავრებ-თქო - გახსოვს?!

 

ახლა პატარა იაპონური მამალივით მე მეჭიმები. ჩემი დაწყებული ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებები რომ შეაჩერე, ინფორმაცია მაქვს, ამ საქმეში შიხიაშვილს პირადი ინტერესები აქვსო და ათასობით გაჭირვებული ავარიულ სახლებში ჩატოვე, არც ეგ გახსოვს?! (რასაც ვამბობ, ყველაფერი საკრებულოს არქივში ინახება!).

 

საკრებულოს წევრებმა ველოსიპედებით უნდა ვიაროთ, რომ ბიუჯეტი დავზოგოთო და 3 თვეში გენო აფციაურისგან ნაყიდ ჯიპში გადაჯექი, ეგ არ გახსოვს?! „ნაცმოძრაობას“ რომ ჩაუხტი კალთაში და მერობის კანდიდატობისას მათი მთელი აქტივი შენზე რომ ამუშავდა, გახსოვს?! დაფინანსებას ვინ სად და როგორ გაძლევდა, ისიც გაგახსენო?!

 

მოკლედ, შე პატარა ტრიპაჩო, მართლა იმბეცილს ნუ დაემსგავსები, გირჩევ, თორემ სამკურნალო გამიხდები! მე ჩემი ყველა სიტყვის პასუხისმგებელი ვარ! შენ კი, შენ ძეწკვზე დაბმულ ჯუჯა მამლებს გადაეცი, სანამ პირს გააღებენ, პირი გამოირეცხონ, თორემ რა ზომის სტაფილო სჭირდებათ, ზუსტად ვიცი! თუ შენს და შენი ხელისბიჭის ერთ ცილისწამებას მაინც დამიმტკიცებ, მზად ვარ, ღმერთისა და კაცის წინაშე სიცოცხლით ვაგო პასუხი! გაიგე, შე ღვთისგლახა! და თუ ენას არ ჩაიგდებ, გახსოვდეს, ოფისიდან სახლამდე გზა გაქვს გასავლელი და შემთხვევით, რომელიღაც კაფეში, ჩაის დასალევად შეიძლება შევხვდეთ! ამდენი რომ მოგწერე და ძაღლად ჩაგაგდე, უფროსი კაცისგან პატივად და წყალობად მიიღე, აჯობებს!

 

რა სასაცილო ხარ, ყვინჩილა! მე არც მიშას მეხოტბე ვარ და არც ბიძინას მგალობელი! ვირისგან წიხლი საწყენი არაა, მითუმეტეს - შენნაირი ჩოკინასი! რომ გიყურებ, იმ დორბლიან მიშიკოს მაგრად მაგონებ პატარაობისას! მე ამ ქალაქში გიგის და მიშას რეჟიმი ჩემს მეგობრებთან ერთად შევცვალე! შენ, შე ლაქლაქა, ხელშესახები რამე თუ გაგიკეთებია როდისმე?! სანამ მეომრები ვიცხოვრებთ, შენნაირი უტრაკოები და ფარისევლები ხელისუფლებაში ვეღარ მოხვალთ! შენ ღირსება არ გაქვს და უძვლო ენით ბევრს ბედავ შორიდან, მაგრამ დედამიწა მრგვალია, სადღაც აუცილებლად შევხვდებით, უდღეურო, და ყველა შენს მონაწერს ერთად გადაგაკითხებ! ისე, გორის რეზერვისტობაზე სუნი ნუ გაუშვი! მეომრებმა ზუსტად ვიცით, რა ზომის სტაფილო ეტევათ შენნაირ კურდღლებს პირში! შეხვედრამდე, ცუგლიკ!“ - წერს შიხიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner