logo_geo
eng_logo
გოგა გულორდავა: „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში დაფინანსდა 650-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1 მილიარდ ლარზე მეტი
- +

14 თებერვალი. 2020. 17:46

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა სოციალურ ქსელში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ეხმაურება.

 

„ამ პროგრამის საშუალებით სააგენტომ სხვადასხვა კომპონენტების ფარგლებში დააფინანსა 650-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1 მილიარდ ლარზე მეტი.

 

სესხის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 359 პროექტი, რომელმაც შექმნა 13 020 სამუშაო ადგილი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს კომპონენტი გაზრდილია 30 %-ით. „უმასპინძლე საქართველოში“ სასტუმროების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 136 პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 3 330 სამუშაო ადგილი. მათ შორის 2019 წელს მხარდაჭერილია 59 პროექტი, რაც 2018 წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა. ჯამში აღნიშნული ინვესტიციების შედეგად ჩვენ მივიღეთ დამატებით 3 850 სასტუმრო ოთახი“, - წერს გოგა გულორდავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner