logo_geo
eng_logo
ეკა ხოფერია: უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ!
- +

16 მარტი. 2020. 18:52

 

„გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახალდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

 

„მიუნხენი-თბილისის რეისი შესრულდა. ყველა თბილისშია. მათ შორის, ჩემი შვილიც. პროცედურა იყო ასეთი: დაგვირეკეს გუშინ, მოვიდნენ, დეტალურად შეამოწმეს ბინა, ყველაფერი. აგვიხსნეს, მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ და რა უნდა გავაკეთოთ. აეროპორტიდან სპეცმანქანით მოიყვანეს, გამოგვართვეს გასაღები, მიაცილეს და ანანო გავიდა ორკვირიან თვითიზოლაციაში.

 

ახლა რა მინდა ვთქვა, მთავარი! უდიდესი მადლობა ამ მართლაც ფასდაუდებელი შრომისთვის თქვენ ყველას, ვინც 24 საათი დაუღალავად შრომობთ, ყველას! ჩვენს საელჩოებს, საკონსულოებს, აეროპორტის თანამშრომლებს, საგანგებო სამსახურს, მესაზღვრეებს, ექიმებს, მთელ მედპერსონალს და ზოგადად ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლებს. გავა დრო და ამას ასიათასჯერ დავწერთ და ვიტყვით.

 

ჩვენი მადლიერება კი იქნება უმაღლესი დონის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ორ სიტყვაში: დავრჩეთ სახლში.

 

გაასმაგებული ყურადღებითა და სამაგალითოდ სწორედ ახალდაბრუნებული და ჩამოსული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები უნდა მოვიქცეთ.

 

ყველა მშობელს გისურვებთ ძალიან მალე თქვენი შვილების დაბრუნებას და ზუსტად ვიცი, ეს უმოკლეს დროში მოხდება მშვიდობიანად და კარგად. არ იღელვოთ, რთულია, მაგრამ ეცადეთ.

 

და აი, ახლა ცოტა ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი, მეტს ვეღარ დავწერ. მოკლედ, მაგრად დავდგეთ, მეგობრებო, და დავძლევთ“, - წერს ეკა ხოფერია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner