logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: ყველაფერი კარგად იქნება!
- +

16 მარტი. 2020. 23:53

 

 

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

 

 

“უფლის ნებით ადრე თუ გვიან გადაივლის ეს ვირუსი და პლანეტის მოსახლეობა შეეცდება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

 

მაგრამ, საფიქრებელია, რომ ის ამას ვერ შეძლებს , რადგან აღარ იარსებებს თვით ის "ჩვეული რიტმი".

 

 

აუცილებლად შეიცვლება მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურა, აქედან გამომდინარე,შეიცვლება ცალკეულ სახელმწიფოთა ეკონომიკები;

 

 

ალბათ , შეიცვლება მოსახლეობის რაოდენობა და ასაკობრივი კორელაცია, შეიცვლება მოსახლეობის სოციალურ ფენათა განშლა ...

 

 

შესაძლებელია, ამ ყველაფერმა ზოგიერთ კონტინენტზე ზოგიერთი სახელმწიფოების საზღვრები შეცვალოს, შეიძლება წარმოიქმნას ახალი სახელმწიფოები ძველების შერწყმის ან ზოგიერთის დაშლის ხარჯზე.

 

 

აუცილებლად შეიცვლება მოსახლეობის ტრადიციული წეს-ჩვეულებები, მათგან გამომდინარე ყოველდღიური და სხვა რეგულარობის მქონე რიტუალები თუ რუტინები...

 

 

აუცილებლად შეიცვლება სწავლის ტრადიციული მეთოდები უფრო პროგრესულით და მაღალტექნოლოგიურით, თუმცა სულიერად და მორალურად უფრო გაღარიბებულით...

 

 

აუცილებლად შეიცვლება სახელმწიფოთა შორის სავაჭრო-ლოჯისტიკური კავშირები და ფულის და საქონლის მოძრაობის ტრადიციული მარშრუტები; საფიქრებელია, რომ შეიცვლება "დიდი შვიდეულის" და "დიდი ოცეულის" შემადგენლობა , მათი ერთობლივი შიდა პროდუქტი მთლიანადაც და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებითაც...

 

 

ყველაფერი ეს გამოიწვევს შრომის ორგანიზაციის ახალი ფორმების წარმოქმნას, ახალი ტექნოლოგიური ციკლების და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვას. ე.წ. ლურჯ-საყელოიან დასაქმებულებში მკვეთრად გაიზრდება დისტანციურად და ოფისებს გარეთ შრომის წილი, მაღალი ტექნოლოგიები თავის მხრივ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და დაბალი კვალიფიკაციის მოსახლეობაში უმუშევრობის ზრდას...

 

 

ზემოთაღნიშნული ცვლილებები თავისთავად ახლებურ თარგზე გადააწყობს პლანეტაზე შრომით, ფინანსურ, მატერიალურ, წიაღისეულ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ შეცვლის მსოფლიო ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რუკას.

 

 

ერთი სიტყვით, ამ "ხელდაუბანელთა" მიზეზით გამოწვეულმა ბანალურმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლებელია ფაქტიურად მსოფლიო ომის ფუნქცია შეითავსოს და მისი განეიტრალების შემდეგ სულ სხვა მსოფლიო და საზოგადოება ვიხილოთ პლანეტა დედამიწაზე.

 

 

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო მომზადებული შეხვდეს ამ ცვლილებებს და ისარგებლოს იმ მცირე, მაგრამ მაინც შესაძლებლობათა ფანჯარით, რომელიც პატარა ქვეყნებს მსგავს სიტუაციებში გაეხსნებათ ხოლმე ყოველთვის.

 

 

... ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner