logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: პატივისცემა და მადლობა, ყველა პოლიციელსა და მედპერსონალს, ვინც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე გადაარჩინა
- +

17 მარტი. 2020. 01:35

 

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„პირფერობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყას, მართლა უმაგრესი პოლიცია... მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში არის პანდემია, როცა კორონავირუსმა შეცვალა ევროპასა და ამერიკაში, ყველა განვითარებულ, თუ განვითარებად ქვეყნებში, ცხოვრების რიტმი და ეკონომიკა, მაშინ როცა, თითქმის არ დარჩა მსოფლიოში, არცერთი ქვეყანა, სადაც შეაღწია ამ ახალმა ვირუსმა და ადამიანები არ მოკლა, ამ დროს კი ჩვენი ქვეყანა, საქართველო არის ერთადერთი მსოფლიოში, სადაც ერთი ადამიანის გარდაცვალებაც კი არ დაფიქსირებულა...

 

 

ეს ამბავი არის ძალიან, ძალიან მაგარი და ეს სწორედ, იმ პოლიციელების თავდაუზოგავი მუშაობის დამსახურებაა, ვინც უზრუნველყო რეალურად, ყველა ინფიცირებული პირის იდენტიფიკაცია დროულად და ოპერატიულად.

 

 

 ქართული პოლიცია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პოლიციამ, რომელმაც ჩვენი ქვეყანის მოსახლეობის სიცოცხლე, დიდი სტრესის, რისკის, შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის ფასად დაიცვა... სამწუხაროდ იყო, ამის უამრავი ფაქტები, რაც მართლა საწყენია, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი სიცოცხლე, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი დაცულია, ჩვენი ღირსეული პოლიცისა და პროფესიონალი მედიკოსების ხელში.

 

 

 ჩემი დიდი პატივისცემა და მადლობა, ყველა პოლიციელსა და ყველა იმ მედპერსონალს, ვინც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენ გვყავს, გმირი პოლიციელები და გმირი ექიმები. დიახ, მეტი დაფასება და პატივისცემა, ყველა პოლიციელსა და მედიკოსს მომავალში, ხელისუფლებისგან და ხალხისგანაც. ყველა მათგანმა ეს, მართლა დაიმსახურა!“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner