logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: კორონა პანდემიის დროს შეინიშნება ერის გაერთიანების არცთუ ძალიან მკვეთრი, მაგრამ მაინც იმედიანი შტრიხები
- +

17 მარტი. 2020. 02:35

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

 

„უნდა ზღონ!

 

 

საერთოდ, ერს ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს ან დიდი სიხარული, ან დიდი განსაცდელი.

 

 

ჩვენს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ერთი ან მეორე მიზეზით ერის შედუღაბების მაგალითები ბევრი არც გვქონია.

 

სიხარულისას თუ ვიტყვით, ასეთი 1981 წლის 13 მაისი იყო, როცა ჩვენმა „დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო. მაშინ ერი ამ დიდმა გამარჯვებამ გააერთიანა.

 

განსაცდელისა რომ ვთქვათ, რა ლაპარაკი უნდა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია იყო, რომელმაც ერი შეკრა და საბოლოოდ მიიყვანა კიდეც დამოუკიდებლობამდე.

 

და აი, ახლა, ამ კორონაპანდეემის დროს შეინიშნება ერის გაერთიანების არცთუ ძალიან მკვეთრი, მაგრამ მაინც იმედიანი შტრიხები.

 

მხოლოდ ორი კატეგორიაა, ვინც განსაცდელთან ბრძოლის საერო ძალისხმევაში არ მონაწილეობს და მეტიც, ხელს უშლის ამ ძალისხმევას:

 

ისინი, ვინც თვითიზოლაციის რეჟიმს არღვევენ და საზოგადოებას საფრთხის ქვეშ აყენებენ და ისინი, ვინც პროდუქტებზე ფასებს ზრდიან და საზოგადოების გასაჭირზე პარაზიტირებენ.

 

რომელი რომელზე უარესია, ვერ გეტყვით, თქვენ თვითონ განსაჯეთ.

 

და როცა ამ განსაცდელს გადავივლით, ორივე კატეგორიას მორალურად უნდა ვაზღვევინოთ!

 

მათ სოციუმის წინაშე უნდა გადაიხადონ იმ უსინდისობისა და უპასუხისმგებლობის, მავნებლობისა და იდიოტიზმის მორალური ფასი, რასაც ახლა სჩადიან.

 

როგორ?

  

ამას ერთად მოვიფიქრებთ!“ - წერს ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner