logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ეს უფრო ქართველის და საქართველოს სიყვარულის ამბავი მგონია!
- +

19 მარტი. 2020. 10:57

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე კარანტინში მყოფი ახლობლების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მარიამი დედასთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა საფრანგეთიდან, ქუთაისის აეროპორტში დახვდნენ , რომ მოვიკითხე უკვე საირმეში, დასასვენებელ სახლში კარანტინში ჰყავდათ გადაყვანილი, წუხდა, თბილისში უნდოდა წამოსვლა. ვუთხარი:

 

- აუუ, ვგიჟდები საირმეზე, თან ახლა ძალიან კარგად გაუკეთებიათ და დარჩი, დაისვენე-თქო და გულწრფელად შეწუხებულმა მიპასუხა:

 

- ნინო დეიდა, იცით, რა საუკეთესო გარემოში ვართ, არაჩვეულებრივი კვება და ყურადღება გვაქვს, ზუსტად ვიცი, ეს ძალიან ძვირი უჯდება ჩემს ქვეყანას და სახლში მე და დედას ყველა პირობა გვაქვს თვითიზოლაციისთვის და ეს იქნებ სხვებისთვის უფრო აუცილებელი იყოსო!!!

 

საყვარელი. ეს არაა ქართველის და ოქროს გალიის თემა, ეს უფრო ქართველის და საქართველოს სიყვარულის ამბავი მგონია მე! ისე, კარანტინიც ასეთი უნდა!!!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner