logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სამოქალაქო ათი მცნება!
- +

19 მარტი. 2020. 18:18

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„სამოქალაქო ათი მცნება

 

  1. არ დალიო სიცხის დამწევი წამალი საზღვარზე ექიმების მოსატყუებლად!

 

  1. არ დაარღვიო თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმი და არ გაიხადო თავი მთელი ქვეყნის საგინებლად!

 

  1. მაღაზიაში იყიდე მხოლოდ ის, რაც გჭირდება და რამდენიც გჭირდება, მაკარონი და ტუალეტის ქაღალდი მოყვასსაც დაუტოვე!

 

  1. არ გააძვირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები, არ გაღორდე!

 

  1. ხელები ხშირად იბანე არამარტო ვირუსის შიშით, არამედ ისედაც!

 

  1. ავტობუსში გადაიხადე მგზავრობის თანხა, მიუხედავად იმისა, რომ კონტროლიორები არ არიან!

 

  1. დაუჯერე მხოლოდ გამყრელიძეს, ცერცვაძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას და არა მოწოდებებს ღამის თერთმეტ საათზე სარეცხის ჩამოხსნის შესახებ!

 

  1. არ დაიჯერო, რომ ბანკები რამე შეღავათს გაგიკეთებენ!

 

  1. არ დაიჯერო, რომ ნაცები როდესმე გამოსწორდებიან და სხვანაირები გახდებიან!

 

  1. დარჩი სახლში!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner