logo_geo
eng_logo
გიგო სულაქველიძე: მხოლოდ ბერლინში, დაახლოებით 70 კაცია „ჰაერში გამოკიდული“, ზოგიერთ მათგანს თავშესაფარიც არ აქვს
- +

20 მარტი. 2020. 17:55

 

 

ბერლინში მცხოვრები ქართველი ექიმი გიგო სულაქველიძე გერმანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მათ დახმარებას სთხოვს:

 

„მეგობრებო, თუ დრო გაქვთ, გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ, გერმანიაში საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა, დაინფიცირებულების რიცხვი დღეში საშუალოდ 1500 ადამიანით იზრდება, ხოლო მკაცრი ზომების მიღება არ ხდება. აქაური ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოს სტუდენტებს და პენსიაზე გასულ ექიმებს მოუწოდებს, მზად იყვნენ, მეც ჩემი მოვალეობის შესრულება ამ ეტაპზე აქ მიწევს. სამწუხაროდ, არის უამრავი ხალხი, რომელიც სახელმწიფომ პრაქტიკულად მიატოვა და აქედან არ გაჰყავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia, საქართველოს მთავრობა სტანდარტულ ტექსტს გვწერენ შექმნილ ვითარებაზე, ხოლო მოქალაქეების ევაკუირება არ ხდება (ის, რაც მაგ. აშშ-მ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა 1 თვის წინ გააკეთეს).

 

კონტაქტი მაქვს რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც ქუჩაში რჩებიან, მათ შორის რამდენიმე ადამიანმა მომწერა, რომ ბავშვებით. მხოლოდ ბერლინში, ჩემი დათვლით, დაახლოებით 70 კაცია „ჰაერში გამოკიდული“, ზოგიერთ მათგანს თავშესაფარიც არ აქვს.

 

თუ 2 წუთი დრო გაქვთ, გთხოვთ, შემდეგ გვერდებზე რამე მაინც დაწეროთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ, 2 თვეში 10 000 000 ინფიცირებას ელოდებიან, რამაც შეიძლება სიტუაცია კატასტროფულად შეცვალოს. რაც უფრო გვიან იზამს ამას სახელმწიფო, მით უფრო დიდი რისკია, რომ ამ ხალხის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნას.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

საქართველოს მთავრობა

Georgian Airways

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner