logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: დასცინო ან განიკითხო ქრისტეს რწმენის გამო, იგივეა დასცინო და განიკითხო თვითონ ქრისტე
- +

21 მარტი. 2020. 00:09

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

„ხალხი, რომელიც იცინის

 

პირადად მე, შეიძლება ითქვას, არა ვარ არც მაზიარებელი და არც აღმსარებელი, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს წმინდა ზიარების მნიშვნელობა და აბსოლუტურად პატივს ვცემ იმ ადამიანების რწმენას, რომლებიც ზიარებას იღებენ, ვითარცა სისხლსა და ხორცს იესო ქრისტესი.

 

 

ამის გამო მორწმუნეების კრიტიკა, მათზე იქედნური ქირქილი და მრევლის ბნელად გამოცხადება, უბრალოდ, გარეწრობად მიმაჩნია, მით უმეტეს, ისეთი ხალხის მხრიდან, რომლებიც ორიათასწლოვან ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და რომელიმე ენჯეოს თანაბარმნიშვნელოვნად განიხილავენ.

 

 

დასცინო ან განიკითხო ქრისტეს რწმენის გამო, ეს იგივეა დასცინო და განიკითხო თვითონ ქრისტე.

 

 

მე ასე ვფიქრობ,“ = წერს ჯაბა ხუბუა

right_banner right_banner
არქივი
right_banner