logo_geo
eng_logo
შორენა მირცხულავა: ლევან ვასაძე სახელმწიფოს ორ შენობას კარანტინისთვის დაუთმობს და ფინანსური დახმარების ხელსაც გაუწვდის
- +

21 მარტი. 2020. 00:42

 

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, სახელმწიფოს დახმარების ხელს უწვდის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შორენა მირცხულავა წერს:

 

“ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ წინა დღეებში 50 000 ლარი გადარიცხა ინფიცირებულთა დასახმარებლად, გუშინ ისევ გადარიცხა 10 000 ლარი და ჯანდაცვას შესთავაზა, რომ თავის ორ შენობას დაუთმობს კარანტინისთვის, თითო შენობაში 100 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი.

მან საკუთარ თავზე აიღო თავისი შენობების კარანტინად გადაკეთების ხარჯები,კომუნალური გაზის დენის გადასახადები და კარანტინში მყოფი ადამიანების საკვებით მომარაგება

ასევე მისი კომპანია ბაგრატიონი ამ ფონდში ჩარიცხავს მოგების 10%-ს, სანამ კორონა ვირუსი გაგრძელდება საქართველოში.”-წერს შორენა მირცხულავა

 

ალბათ ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა. ახლა გამოჩნდა ვის აღელვებს ხალხისა და ქვეყნის ბედი და ვინ ჩამოშლილ ეკონომიკას ელოდება საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner