logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მთელი ჩვენი ადამიანური რესურსით მზად ვართ დავეხმაროთ ხელისუფლებას!
- +

23 მარტი. 2020. 02:13

 

 

 

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

 

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას !!! გვსურს “ქართული მარშის” სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა კორონა ვირუსთან ბრძოლის საქმეში.მოგიწოდებთ გაატაროთ ყველა რადიკალური ღონისძიება.გამოაცხადეთ საყოველთაო კარანტინი. მთელი ჩვენი ადამიანური რესურსით მზად ვართ დავეხმაროთ ხელისუფლებას ყველაზე მძიმე ადგილებში,ვიყოთ ბრძოლის წინა ხაზზე. ვფიქრობთ რომ დღეს არ არის პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების ჭიდილის დრო. საქართველოს ისტორიისთვის ამ ყველაზე მძიმე წუთებში საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, მხოლოდ სამშობლოს და ქართველი ერის გადარჩენის მიზნით შეპყრობილები, მხოლოდ ასე შევძლებთ გამარჯვებას.უფალი ფარავდეს საქართველოს და მთელს მსოფლიოს !“ - წერს სანდრო ბრეგაძე

 

 

right_banner
არქივი
right_banner