logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: არ მინდა, როცა იქნება, მითხრას უფალმა - განსაცდელის ჟამს დახმარება რომ გამოგიგზავნე, შენ ხელი ჰკარიო...
- +

24 მარტი. 2020. 10:44

 

 

„შინ-ჯეონ-ჯის ხელმძღვანელი მანამდე ამბობდა, რომ ეპიდემია ეშმაკის ტრიუკი იყო, რათა ეკლესიის წინსვლისთვის ხელი შეეშალა და არ აჩერებდა რიტუალებს. იგი არ თანამშრომლობდა მთავრობასთან. მას შემდეგ კი, რაც გამოაშკარავდა ეპიდსიტუაციის წყარო, იგი ასე იხდის ბოდიშს საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

„ამბობენ, ამ ფოტოზე სამხრეთკორეული შინ-ჩეონ-ჯის ეკლესიის ხელმძღვანელია, გამოსახულიო... რომელიც ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მთლიანი მისი ქვეყანა ჩავარდა საშინელ მდგომარეობაში მათ გამო.

 

სამხრეთ კორეა საკმაოდ წარმატებულად აკონტროლებდა სიტუაციას, სანამ 31-ე პაციენტმა არ დაასნებოვნა ასობით და ათასობით ადამიანი - როგორც ამბობენ, თურმე სწორედ რელიგიური რიტუალის დროს.

 

შინ-ჯეონ-ჯის ხელმძღვანელი მანამდე ამბობდა, რომ ეპიდემია ეშმაკის ტრიუკი იყო, რათა ეკლესიის წინსვლისთვის ხელი შეეშალა და არ აჩერებდა რიტუალებს. იგი არ თანამშრომლობდა მთავრობასთან. მას შემდეგ კი, რაც გამოაშკარავდა ეპიდსიტუაციის წყარო, იგი ასე იხდის ბოდიშს საზოგადოების წინაშე.

 

 

არაფერს ვამტკიცებ, არაფერს მოგიწოდებთ! მე, უბრალოდ ერთი რიგითი, ცოდვილი მართლმადიდებელი ვამბობ, რომ ღმერთი ჩემშია... მე მას ყოველთვის ვესაუბრები და მე მისი მჯერა და ნამდვილად არ მინდა, როცა იქნება, ის მითხრას უფალმა, რომ - განსაცდელის ჟამს დახმარება რომ გამოგიგზავნე, შენ ხელი ჰკარიო... - მაქსიმალურად ვცდილობ ყველა წესი დავიცვა საყოველთაო, მსოფლიო პანდემიის დროს, რა როგორ გამომდის, არ ვიცი, მაგრამ - დამატებითი რისკი მგონია ამ ძნელბედობის ჟამს გარისკვა! არაა, ადამიანებო, ეს ის დრო, როცა რისკი ღირს! მშიშარა კაცი არ გელაპარაკებათ ამას! უბრალოდ - თავდაცვის ინსტინქტი ჩამერთო და თვითგადარჩენის, ღმერთს მე ბოდიშს მოვუხდი, თუ აღდგომა დღეს ტაძარში ვერა და უბრალოდ სადმე, მთაზე ვილოცებ....

 

ეს ფილმი არაა, ხალხო, ეს ჩვენი რეალური ცხოვრებაა... ორიოდ კვირაში შეცვლილი რეალური ცხოვრების წესით...

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება, ღმერთს გადარჩენა სურს ჩვენი და არა განადგურება, თუნდაც ჩვენი ცოდვილობის გამო, უბრალოდ, ნუ დავაჩქარებთ ჩვენს გარდაცვალებას! ამ სამყაროშიც ბევრი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი, რომ იქით, მშვიდად და ღირსეულად გადა-გარდა-ვიცვალოთ“, - წერს ბესო ჩუბინიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner