logo_geo
eng_logo
ია სუხიტაშვილი: მინდა, უსაზღვროდ დიდი მადლიერება გამოვხატო თითოეული მესაზღვრის მიმართ
- +

27 მარტი. 2020. 18:33

 

 

„თუკი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, თუ როგორი დონის  უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში, იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვალოთ“, - ამის შესახებ კარანტინში მყოფი მსახიობი ია სუხიტაშვილი წერს.

 

„მოგესალმებით, მინდა, თქვენი ყურადღება ცოტახნით დამითმოთ. დღეს ჩემი პირველი დღეა კარანტინში ყოფნის (კარგად ვარ, ჯანმრთელად და მხნედ).  თუკი რომელიმე თქვენგანს კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, თუ როგორი დონის  უსაფრთხოების ზომებია დაცული ჩვენს ქვეყანაში, იქნებ პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ და აზრი შეიცვალოთ. დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვაზე უნდა მენდოთ.

 

1) მინდა, უსაზღვროდ დიდი მადლიერება  გამოვხატო თითოეული (ლარსის) მესაზღვრის მიმართ მათი დაუღალავი შრომისთვის, სასწაული მობილიზაციაა, სათანადოდ მოწმდება ყველა, რათა რისკი გამოირიცხოს და დამოკიდებულება მგზავრების მიმართ ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია;

  

2) მადლობა თითოეულ იმ მძღოლს, რომლებიც ჩვენთვის ამ საგანგებო სიტუაციაში თავდაუზოგავად მუშაობენ და მგზავრების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ზრუნავენ️ ;

 

3) მადლობა ნუკრი ექიმს, რომელიც ალბათ მეასედ, მაგრამ დაუღალავად უხსნის ყველას, თითოეულ შემოსულ მგზავრს, თუ რატომააა საჭირო დეტალური სამედიცინო შემოწმება და იზოლაციაში ყოფნა;

 

4) მადლობა სასტუმროს პერსონალს საოცარი მომსახურებისთვის და სიყვარულისთვის, ჩვენი განწყობის ამაღლებისთვის და მორთმეული უგემრიელესი მარწყვისთვის. საუკეთესოები ხართ. დაუღალავი მადლობა საქართველოს მედპერსონალს, და მადლობა ყველა ქართველ მოქალაქეს, რომლის თვითშეგნება, დარჩეს თვითიზოლაციაში, მოწოდების სიმაღლეზეა.

 

დაბოლოს, არანაირი უხეში კომენტარის ხილვა არ მსურს აქ მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისა“, - წერს ია სუხიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner