logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სამარცხვინო კორონაცებო, დაეტიეთ და ნუ ცდილობთ დააბრკოლოთ საქართველოს ხელისუფლების გამართული ბრძოლა უდიდეს გამოწვევებთან!
- +

27 მარტი. 2020. 20:33

 

 

„კორონაცების კორონაპერანგიანი სააკაშვილი მზადაა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უზრუნველყოს. მაგის „დაორგანიზებული“ არ გაიშვას! გუშინ ყველამ ვნახეთ იმ ცანცარა ნაცმარიონეტი ამერიკელი „ექსპერტის“ ქრისტინა ფუშოუს საორგანიზაციო „უნარ-ჩვევები“ ზუგდიდში“- ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც სააკაშვილი განმარტავს, რომ მას ემიგრანტების საქართველოში დასაბრუნებლად კონკრეტული გეგმა აქვს:

 

 

აბაშიძის თქმით, სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ზრუნვაზე საუბარი არის ზეცინიზმი:

 

 

„საზოგადოებას კარგად ახსოვს კორონაცების საააკაშვილის „დაორგანიზებული“ სხვა სავალალო აქტივობები. გნებავთ, შეგახსენებთ:

 

 

- 2006 წელს „სკატავოზებით“ [თავად მან ახსენა მაშინ] გამოყრილი ჩვენი თანამემამულენი რუსეთიდან;

 

- 2008 წელს საკუთარი სიშლეგით რუსულ ჯარს შემოუძღვა საქართველოში და დამატებით დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, რომლებსაც კორონამიშამ თავის დროზე „ქვების გროვა“ უწოდა;

 

- თაღლით სიგუასთად ერთად „ერთად სახლში“ ჩავარდნილი აფიორა-პროექტი და კიდევ არაერთი სისაძაგლე. ამიტომ შეგვეშვას და დაეტიოს მის „კანონიერ სამშობლოში“, უკრაინაში, რომელმაც არსებულ პირობებში უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

 

საქართველოს ხელისუფლებამ აქაც დაასწრო ბევრ ქვეყანას და პირველმა დაიწყო თანამემამულეების დაბრუნება სამშობლოში. 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოიყვანეს სპეცრეისებით და პროცესი გრძელდება გეგმის მიხედვით. ამასთან, როგორც სხვაგანაა სახლში და თვითიზლოციაში კი არ უშვებენ მოქალაქეებს, არამედ კურორტებსა და ფეშენ-სასტუმროებში, სადაც უვლიან, აკვირდებიან, კარგად კვებავენ და ეს ყველაფერი უფასოა. სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვაზე საუბარი არის ზეცინიზმი. სამარცხვინო კორონაცებო, დაეტიეთ და ნუ ცდილობთ დააბრკოლოთ საქართველოს ხელისუფლების გამართული ბრძოლა უდიდეს გამოწვევებთან!ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას!“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner