logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: აი, რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ...
- +

28 მარტი. 2020. 14:33

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაგვივადა უფასოდ, ბანკებმა კი გადავადება მოგვყიდეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„აი, რა გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

 

მძღოლებსა და ავტომფლობელებს ჯარიმები გადაუვადა, ვიდრე არ მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა. თანაც, მძღოლებს, გადავადების სანაცვლოდ, ჯარიმაზე საურავი ანუ პროცენტი არ დაერიცხებათ.

 

აი, რა გააკეთეს ბანკებმა:

 

სესხებზე პროცენტის გადახდა გადაავადეს, მაგრამ ამ გადავადების სანაცვლოდ, საურავი, ანუ პროცენტი დაგვერიცხება და 3 თვის გასვლის შემდეგ გადავიხდით იმაზე მეტს, ვიდრე უნდა გადაგვეხადა.

 

ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაგვივადა უფასოდ, ბანკებმა კი გადავადება მოგვყიდეს.

 

აქედან მორალი: ქართული ბანკი, როგორც ასეთი, ყაჩაღი და ჩათლახია ყოველთვის, მათ შორის, ამ ძნელბედობის დროსაც“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner