logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე ოპოზიციას: ვერ ხვდებით, რომ უდროო და უადგილო ნაბიჯებს დგამთ?
- +

28 მარტი. 2020. 15:36

 

 

„იოლია თვითიზოლაციიდან ბრიფინგების მოწყობა, ფეისბუქ-პოსტების წერა... მაგრამ, ჩასაფრების დროა?!“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მთავრობას სთხოვენ, ტესტების შესყიდვის კონტრაქტი გაასაჯაროვეთო.

 

საოცარი ხალხი ხართ. კი ბატონო, გაასაჯაროონ. თუ გინდათ საკარანტინო ხარჯებიც გამოაქვეყნონ, სამჯერადი კვებით...

 

ოღონდ, თავადაც გაასაჯაროვეთ იმ კონტრაქტის პროექტი, რომლის თანახმად, თავად აპირებდით ყიდვას.

 

ომამდელი სამხედრო შესყიდვების კონტრაქტებსაც თუ გვაჩვენებთ, მთლად კარგი იქნება. ახლა შემთხვევით „გაზვეზდებული“ ერთი ყოფილი „სამხედრო“ ჩინოვნიკიც იპოვის თავის თავს. პირბადეების შესყიდვის კონტრაქტებიც გვაინტერესებს, ვინ გადაიხადა, ადგილზეა ნაყიდი თუ შემოტანილია? თუ კითხვები არ იქნება, სიამოვნებით დავწერ გულწრფელ მადლობას.

 

ისე, დროზე აიყვანეთ პიარ-კომპანია და განცხადებები შეუთანხმეთ ხოლმე. ვერ ხვდებით, რომ უდროო და უადგილო ნაბიჯებს დგამთ?

 

კარგად თუ ჩაწვდებით, ბევრ საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენთ.

 

მაგალითად, სასტუმრო „Holiday Inn“-ის 130-150-დოლარიან ნომრებში, ხელისუფლება 25 დოლარს იხდის, სამჯერადი კვებით.

 

მადლობა, რა თქმა უნდა, სხვა უამრავი კომპანიების მსგავსად, „Holiday Inn“-ს ასეთი ნაბიჯისთვის. თუმცა, 25 დოლარს 150-ად რომ არავინ აფორმებს, ამ გასაჭირის დროს, ესეც დასანახია.

 

ასევე მადლობა „Marriott“-ის ქსელის სასტუმრო „Moxy“-ს, რომელიც უსასყიდლოდ თმობს ფართს.

 

ასევე მადლობა სასტუმრო „Astoria“-ს, ძველ თბილისში, რომელიც სიმბოლურ ფასად, 20 დოლარად, ასევე სამჯერადი კვებით უზრუნველყოფს კარანტინში მყოფთ.

 

მადლობა უამრავ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ყოველ მოქალაქეს, ვინც მხარში უდგას ქვეყანას, საზოგადოებას.

 

ალბათ, ძალიან ბევრს კიდევ ვერ გაუთვითცნობიერებია, რამდენად სერიოზული წნეხის ქვეშაა დღეს ეკონომიკა, ხელისუფლება, რამდენად სერიოზული გამოცდის წინაშე დგას მთელი საქართველო და რამდენ ხანს გასტანს.

 

იოლია თვითიზოლაციიდან ბრიფინგების მოწყობა, ფეისბუქ-პოსტების წერა... მაგრამ, ჩასაფრების დროა?!

 

ამ დროს 16 გამოჯანმრთელებული და ვირუსის შეკავების საუკეთესო მაჩვენებელი“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner