logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას და ნდობას ბატონ პაატას!
- +

29 მარტი. 2020. 00:45

 

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„ვუდასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას და ნდობას ბატონ პაატას!

 

 

დღევანდელი განცხადება, ბატონი პაატას მხრიდან გაკეთებული, არ იყო ვინმეზე თავდასხმა, ვინმეს გაფრთხილება ან ვინმეს მიმართ მუქარა! ეს იყო თავდაცვის მიზნით (მხოლოდ თავდაცვის მიზნით) გაკეთებული განცხადება! ადამიანს, რომელსაც აბარია ჩვენი სიცოცხლე, თუ კი ექმნება საფრთხე... მაშინ ჩვენ როგორ ან რატომ უნდა ვიგრძნოთ თავი დაცულად?... მე არ ვაპირებ მიზეზებში გარკვევას, არ ვაპირებ ბატონი პაატასთვის დამატებითი პრობლემების შექმნას.

 

 

მე მაინტერესებს, რატომ არ არის იგი დაცული?

 

 

რატომ უწევს ურთულეს სიტუაციაში და ბრძოლის წინა ხაზზე საკუთარი თავის პირდაპირ ეთერში დაცვა?

 

 

და კიდევ ერთი! დღეს პაატა იმნაძე არის ჩემი შვილების, ჩემი შვილიშვილების, პირადად ჩემი იმედი და ღირსება!

 

 

რა ხდება?... ისევ წამოყვეს თავი ლიბერალებმა?,, აქეთაც და იქეთაც...

 

 

ასევე, არ მგონია, უტვინო სანდრას მიერ დარიგებული პირბადეების გამო კეთდებოდეს ასეთი მძიმე განცხადება!“ - წერს ხათუნა ხოფერია

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner